ვალერიან გაფრინდაშვილი – Page 10 – Blue Horns
January 1, 1920

გიორგი ლეონიძე, ?, ვალერიან გაფრინდაშვილი

June 28, 1918

ვალერიან გაფრინდაშვილს

Кутаис, Валерiану Гаприндашвили. Балахванская ул., соб. дом. მისამართი: ჭიათურა, აქიმ ჯაფარიძესთან.   ძვირფასო ვალერიან! ვარ ჭიათურაში გრიგოლ რობაქიძესთან და ლელისთან ერთად. გვინდა ქუთაისში ჩამოსვლა, თქვენი ნახვა […]
January 1, 1918

რკალიდან: მაღალი მთვარე

მეტყვის მნათობი: დაივიწყე ხალხი ხმაური, შენც ნახე ჩემი უხილავი, თეთრი ბაღები. ნუ აგამღერებს ეს ქალაქი, ეს ეშმაური, ჩემს სხივნარებში სხვა ამბორით დაიდაღები. აი, ამ ქუჩით გამომყევი, […]
December 1, 1917

დუელი ორეულთან

რკალიდან: მე – სარკეში   დუელს ერთმანეთს ვპირდებოდით ბოროტ მინაში, როგორც ლურჯ გედის მოტრფიალე ფარშავანგები. აი, ცბიერად აქანდაკდა ის ჩემს წინაშე, თითქოს მაშინებს საზიზღარი მისი ფანდები. […]
October 3, 1917

ქუთაისი ქარში

საოცნებოა ქუთაისი საფირონ ქარში, ქალაქის სახე უცნაურობს მრავალ პირბადით და იზმორება აღტაცებულ ნისლის სიზმარში, სანამ გრიგალი ითარეშებს ავარულ ნადით, და ჩემი ცქერა ანთებული უცხო კვალებით ვით […]
October 1, 1917

გოგირდისფერი (ტრფობა)

მას ვუცქეროდი, როგორც ნახატმა არ გაუღიმა ჩემს ობოლ წუთებს. ვინ არის იგი: ლაურა, ვატმან, რად მერიდება ჟამს ნასათუთებს. მხოლოდ შევეხო შემთხვევით კაბას, ან გამსჭვირვალე, სპეტაკ სახელოს. […]
September 30, 1917

ძვირფასი ქვების ვიზიონერი

ოფელია თქვენში დავეძებ მარტოობის გამკურნავ ძალას, ძვირფასო ქვებო, შეიყვარეთ ჩემი თვალები და თუ მივენდე თქვენს ბრწყინვალე ერთგულ ამალას, თქვენი პირბადით თვით ქვეყანას დავემალები. დაისის ლალი გამოვსტაცო […]
February 1, 1917

ცეცხლიან სარკეებში

ჭიქის სასახლე – ნაოცნები ავი ჰაშიშით, კარებში სდგანან ქიმერები სასტიკ მცველებათ. ფირუზ კიბეზე მე ავდივარ ნამალევ შიშით, ნუ თუ მე ვინმე საყვარელი მომეშველება?   სარკის მინიდან […]
January 1, 1917

ქალს ჩაჟენილ თვალით

რად სხვანაირობს შენი ცქერა და რად მაწვალებს? გული, პირბადით დაბინდული, მე მენავსება; იდუმალ თრთოლვით მე ვუცქერი შენს ცისფერ თვალებს, – მაშინებს მუდამ საკვირველი მათი მსგავსება. და […]