ყიფიანი მთავარი გვერდი – Blue Horns

ივანე ყიფიანი

1893-1948

ივანე გიორგის ძე ყიფიანი დაიბადა 1893 წელს. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიურ, შემდეგ – იურიდიულ ფაკულტეტზე. 1911 წელს ქუთაისში გამოაქვეყნა მოთხრობების კრებული. მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალებსა და გაზეთებში: „ცისფერი ყანწები“, „მეოცნებე ნიამორები“, „მეგობარი“, „ტრიბუნა“, „სახალხო საქმე“.1920 წელს ივანე ყიფიანის რედაქტორობით გამოიცა გაზეთები:  „Арлекин“ და „Театр Арлекин“.1936 წელს გამოაქვეყნა ფანტასტიკური რომანი „ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ“.ივანე ყიფიანი გარდაიცვალა 1948 წელს.