ვალერიან გაფრინდაშვილს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი, ლელი ჯაფარიძე, გრიგოლ რობაქიძე

თარიღი : 1918. 28-VI.

ადგილი : ჭიათურა

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 29048-8

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

ვალერიან გაფრინდაშვილს

Кутаис, Валерiану Гаприндашвили.

Балахванская ул., соб. дом.

მისამართი: ჭიათურა, აქიმ ჯაფარიძესთან.

 

ძვირფასო ვალერიან!

ვარ ჭიათურაში გრიგოლ რობაქიძესთან და ლელისთან ერთად. გვინდა ქუთაისში ჩამოსვლა, თქვენი ნახვა ყველასი. თუ ტიტე არ არის, შემატყობინე და დეპეშით გამოვიხმობთ. მომწერე, როდის წამოვიდეთ. ვცხოვრობთ თქვენის ხსენებით. სოფელში მწვანე სიკვდილისაგან დამიხსნეს გრიგოლმა და ლელიმ. მენატრება ქუთაისის უძილო ღამეები. მომწერე საჩქაროდ, როდის წამოვიდეთ. თუ ყველა მად ხართ, სულ მალე ჩამოვალთ.

შენი პ. იაშვილი

მალე, მალე გვათენებია ქუთაისის ფირუზის ღამეები ვალერიან, ვალერიან!

ლელი

სინაზეს – კლდეში ამოკვეთილს, სალამი.

გრ. რობაქიძე