პირადი წერილები – Page 6 – Blue Horns
August 2, 1933

შალვა აფხაიძეს

სალამი შალვა! მივიღე შენი წერილი. მოხარული ვარ, რომ მუშაობა ჩემ წიგნზე ნაყოფიერად მიმდინარეობს. ჩემი თხოვნა ის იქნებოდა, რომ სურათები თავების მიხედვით იქნეს შერჩეული და არ აირიოს. […]
August 1, 1933

პაოლო იაშვილს

ძმაო პაოლო! არ ვიცი ტფილისში ხარ ისევ, თუ არგვეთში. შენ და ტიციანს პატარა სათხოვარს გწერთ. იქნებ შეიარო ვართანასთან და როგორც გაძარცულს დამეხმაროს, ერთი კოსტიუმი, პლაშჩი და […]
August 1, 1933

ტიციან ტაბიძეს ______ ბაკურიანი

ძმაო ტიციან! თუ ძმა ხარ, შემდეგ სათხოვარს გავალებ. 7-8-ში უნდა ჩამოვიდე ტფილისში, მაგრამ როგორც მნახე _ არაფერი მაქვს. ის ხალათიც სხვისაა, მე რო მეცვა. შარვალი-ღაა ჩემი […]
July 29, 1933

პანტელეიმონ ჩხიკვაძეს

პანტელეიმონ! გიგზავნი `ნაბიჯების გაგრძელება~-ს. დამავიწყდა გამეფრთხილებიე სურათების შესახებ: მიაქციე ყურადღება კარგად მისდევს ერთმანეთს თუ არა. მათი გადასმა შეიძლება სურვილისამებრ, რადგანაც ყველანი ერთი ზომისაა. გარდა ამისა, ახალი […]
July 26, 1933

პანტელეიმონ ჩხიკვაძეს

პანტელეიმონ! გიგზავნი პირველ ორ ფორმას. ძლიერ დააგვიანდა კლიშეების უქონლობის გამო. როგორც გწერდი აწყობილი მქონდა 100 გვერდი. შემდეგ კლიშეების უქონლობის გამო შევაჩერე – მეტი აღარ ამიწყვეს. ბევრი […]
July 26, 1933

პანტელეიმონ ჩხიკვაძეს

Абастуман. Пантелеимону Чхиквадзе. Санаториум Лечкомисии.   პანტელეიმონ! მივიღე შენი ბარათი. გაცნობებ წიგნის მდგომარეობას. როგორც მაშინაც გითხარი წყობა დაწყებული იყო შენს აქ ყოფნაში. აწყობილია 100 გვერდზე მეტი. […]
January 4, 1933

შალვა სოსლანს

ძმაო შალვა! შენი ორი წერილი მივიღე ჩვენი პლენუმის პერიოდში. პლენუმის სამზადისმა და მისმა დასასრულმა ხელი შემიშალეს შენთვის მეპასუხა, მაგრამ შენმა კატეგორიულმა ტონმა ბოროზდინის შესახებ მაიძულა, მიმებეჭდა […]
January 1, 1933

კოლაუ ნადირაძეს

კოლაუ! ჩვენი „შემოდგომის დიალოგები“ თავის სათაურითაც ნებას მაძლევს ამ ყვითელ და ჭკნობის ხანას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო. გულიც ამას მოითხოვს. როცა ჭადარს ფართე და ყვითელი ფოთლები შემოეძარცვება, […]
January 1, 1933

კოლაუ ნადირაძეს

ძვირფასო ძმაო კოლაუ! ხელთათმანი გადაგდებულია და ის იშვიათი იერით და გამბედაობით ავიღეთ. შენი „სკრიაბინის ეტიუდი“ ჩემი სიხარული და ტანჯვაა. მიხარიან, რომ ამ მარტოობის ხანაში მოვისმენ და […]