პაოლო იაშვილს – Blue Horns

ავტორი : გიორგი ლეონიძე

თარიღი : 08.1933

ადგილი : ბორჯომი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 24947-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

პაოლო იაშვილს

ძმაო პაოლო!

არ ვიცი ტფილისში ხარ ისევ, თუ არგვეთში. შენ და ტიციანს პატარა სათხოვარს გწერთ. იქნებ შეიარო ვართანასთან და როგორც გაძარცულს დამეხმაროს, ერთი კოსტიუმი, პლაშჩი და ფეხსაცმელი მომცეს – ნაღდ ანგარიშზე (შეღავათიანი), რადგან არაფერი ღა მაქვს ჩასაცმელი და არ ვიცი, როგორ ღა ჩამოვიდე. ის თეთრი ხალათიც უნდა ხეჩანოვს დავუბრუნო და მაშინ ნახეთ ჩემი საქმე. ტიციანს ვწერ ვრცლად. ორი სიტყვით გაცნობეთ. მე მგონი ვართანი როგორც ჩემი უფროსი სამსახურის ხაზით უნდა დამეხმაროს.