პაოლო იაშვილს – Blue Horns

ავტორი : აკაკი ფაღავა

თარიღი : 09.08.1937

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზუმი, 25983-1-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, ოფიციალური წერილები

პაოლო იაშვილს

შ. რუსთაველის საიუბილეო კომიტეტის წევრს – ამხ. პ. იაშვილს

10/VI – საღამოს 8 საათზე, მთავრობის სასახლეში, სახკომსაბჭოს თავმჯდომარის ამხ. გ. მგალობლიშვილის კაბინეტში, დანიშნულია შოთა რუსთაველის რესპუბლიკური საიუბილეო კომიტეტის სხდომა.

 

დღის წესრიგი:

  1. შოთა რუსთაველის ძეგლის აგების მიმდინარეობა /ამხ. მერაბიშვილი, ავაქოვი/.
  2. ვეფხის-ტყაოსნის ტექსტი, სარედაქციო კომისიის მიერ დადგენილი /ამხ. ა. დუდუჩავა/.
  3. ვეფხის-ტყაოსნის საიუბილეო გამოცემის ილუსტრაციები.
  4. საგამომცემლო გეგმა /ამხ. პ. ინგოროყვა/.
  5. გამოფენა „შოთა რუსთაველი და მისი ეპოქა“ /ამხ. ი. ჯავახიშვილი, პ. ინგოროყვა/.
  6. საიუბილეო ზეიმის გეგმა /ამხ. ე. გორდელაძე, პ. ინგოროყვა/.
  7. ხარჯთაღრიცხვა.
  8. მიმდინარე საკითხები.

გთხოვთ, დაესწროთ.

საიუბილეო კომიტეტის მდივანი ბ. ფაღავა

25983-1