პაოლო იაშვილს – Blue Horns

ავტორი : ჭიათურის მუშათა თეატრი

თარიღი : 25.03.1937

ადგილი : ჭიათურა

საცავი : ლიტერატურის მუზუმი, 25983-3-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, ოფიციალური წერილები

პაოლო იაშვილს

პატივცემულ ამხ. პ. იაშვილს.

ამა წლის აპრილის 24-ს ტარდება ჭიათურის მუშათა თეატრის 40/10 წლის არსებობის იუბილე.

იუბილესთან დაკავშირებით თეატრი გამოსცემს სპეციალურ წიგნს და ერთდროულ გაზეთს ჭიათურის თეატრის განვლილ შემოქმედებითი გზის შესახებ.

თეატრის დირექცია და საიუბილეო კომისია გთხოვთ თქვენ, მოგვაწოდოთ უახლოეს დროში თქვენი წერილი ჭიათურის თეატრის შესახებ – ზემოხსენებულ წიგნში დასაბეჭდათ.

მისამართი: ჭიათურა, „მუშათა თეატრი”.

საიუბილეო კომისიის მდივნები: ნ. წერეთელი. ს. ცომაია.

25/III. 37 წ.