შ. რუსთაველის საიუბილეო კომიტეტის წევრს – ამხ. პ. იაშვილს
10/VI – საღამოს 8 საათზე, მთავრობის სასახლეში, სახკომსაბჭოს თავმჯდომარის ამხ. გ. მგალობლიშვილის კაბინეტში, დანიშნულია შოთა რუსთაველის რესპუბლიკური საიუბილეო კომიტეტის სხდომა.
დღის წესრიგი:
- შოთა რუსთაველის ძეგლის აგების მიმდინარეობა /ამხ. მერაბიშვილი, ავაქოვი/.
- ვეფხის-ტყაოსნის ტექსტი, სარედაქციო კომისიის მიერ დადგენილი /ამხ. ა. დუდუჩავა/.
- ვეფხის-ტყაოსნის საიუბილეო გამოცემის ილუსტრაციები.
- საგამომცემლო გეგმა /ამხ. პ. ინგოროყვა/.
- გამოფენა „შოთა რუსთაველი და მისი ეპოქა“ /ამხ. ი. ჯავახიშვილი, პ. ინგოროყვა/.
- საიუბილეო ზეიმის გეგმა /ამხ. ე. გორდელაძე, პ. ინგოროყვა/.
- ხარჯთაღრიცხვა.
- მიმდინარე საკითხები.
გთხოვთ, დაესწროთ.
საიუბილეო კომიტეტის მდივანი ბ. ფაღავა