რაჟდენ გვეტაძეს – Blue Horns

ავტორი : დია ჩიანელი

თარიღი : 1937 წლამდე

ადგილი :

საცავი : ქუთაისის ცენტრალური არქივი

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

რაჟდენ გვეტაძეს

ამხ. რაჟდენ!

იმ დღეს ვიყავი თქვენთან. რაღაცას ჩხუბობდით. აღარ ჩავერიე და გამოვიპარე, რადგან თქვენც დაიქსაქსეთ. რაჟდენ, მე შენგან ამის იმედი მქონდა? მე მგონია, ბევრს გამიკეთებდი და დამეხმარებოდი. მით უმეტეს, რომ მე სხვებზე უკან არ უნდა ვიყო, რომელნიც თქვენთან, ზოგს ძალით და ზოგს ნებით გააქვს ბურთი… აბა, შენ იცი. გიგზავნი ბარათს, პაწა  ფული მეც გამავნახე. გთხოვ, ამხანაგურად ეს საქმე გამიკეთო.

 

შენი დია