რაჟდენ გვეტაძეს – Blue Horns

ავტორი : გიორგი გოგოლაძე

თარიღი : 02.07.1937

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 21447-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

რაჟდენ გვეტაძეს

 

ძვირფასი სალამი ძვირფასს მწერალს, დიდათ პატივცემულ რაჟდენს!

 

გული დამწყდა ლოდინით და როგორც იყო მივიღე, ამ რამდენიმე დღის წინედ ის წიგნები, რომელთაც მე გთხოვდით კარგა ხნის წინედ. ყურადღებისათვის დიდად გმადლობთ. მხოლოდ უნდა ავღნიშნო, რომ იაკობ მანსვეტაშვილის `მოგონებანი~-ს მაგიერ გამოგეგზავნათ ირ. ევდოშვილის ჳჳ ტომი, რამაც გული დამისევდიანა, რადგან მანსვეტაშვილის წიგნი ძალიან მაინტერესებს.

წავიკითხე თქვენი მშვენიერი ახალი წიგნი `ლაშაური საღამოები~, ძალიან კარგია, მხოლოდ ავღნიშნავ, რომ:  ღელენდარას ამბავი არ არის დამაჯერებელი, ასეთი ტიპი არა მგონია იყვეს [ახლანდელს] ცხოვრებაში, მე თქვენი წიგნი სახალხოდ წავიკითხე და ღელენდარას შესახებ ყველამ ასეთი აზრი გამოსთქვა. მე ამას ვერ შემოგკადრებდით, რომ თქვენი წიგნის გარეკანზე (სუპერზე), რომ არ იყვეს აღნიშნული: მკითხველებმა გამოსთქვან თავიანთი აზრი ამ წიგნზეო! და მეც ამიტომ გწერთ.

ძვირფასო რაჟდენ, მე აქაურ მშრომელ გლეხობას გავაცანი თქვენი დანარჩენი ბელეტრისტული ნაწერები: `თეო~ და `ჭიაკოკონა~, რომელმაც ხალხზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.. და მთხოვეს, რომ: `გვეტაძისა თუ რამე გაქვს კიდევ, ისიც წაგვიკითხეო~.

დასასრულ, პატ. რაჟდენ, იმედი უნდა ვიქონიო, რომ როგორც არაერთხელ დამავალეთ და სურვილი შემისრულეთ, შემისრულებთ კიდევ აი რას: რაც შეგეძლოთ მალე გამომიგზავნეთ შემდეგი წიგნები: პლატონ იოსელიანის `ცხ. მეფე გიორგი ხჳჳჳ-სა~, იაკობ მანსვეტაშვილის `მოგონებანი~, ს. კანდელაკის `სოლომონ მეფე და როსტომ ერისთავი~, პროფ. გ. ჩუბინაშვილის `ქართული ხელოვნების ისტორია~ (ჳ ტ.), ვაჟა-ფშაველას ვ ტომი. და გ. ქიქოძის `ხელოვნების საკითხები~, სულ 6 წიგნი.

გეთაყვათ, რაჟდენ, კვლავინდებურად გულკეთილობა გამოიჩინეთ და ამ 6 წიგნს ჩემთვის ნუ დაიშურებთ, კიდევ იმედი მექნება, რომ ამ წიგნებს მალე გამომიგზავნით. იყავით ჯანმრთელად.

 

თქვენი დიდი მოყვარული და კალმის პატივისმცემელი გ. გოგოლაძე

მისამართი: ჯავახეთი: (ქ. ახალქალაქი), სოფ. ბარალეთში: გიორგი ლაზარეს-ძე გოგოლაძე.

7/I _ 37 წ.

 

გამომც. `ფედერაცია~-ს გამგეობას

 

ახალქალაქის რაიონის (ჯავახეთი), სოფ. ბარალეთში,

მცხოვრების მოქალაქე გიორგი ლაზარეს-ძე გოგოლაძის

 

განცხადება

გთხოვთ, როგორც მატერიალურად ხელმოკლე ქართველ მკითხველს (ამას დამიმოწმებენ: პატ. რაჟდენ გვეტაძე, გიორგი ლეონიძე, აკ. გაწერელია, ი. გრიშაშვილი და სხვები) უფასოდ მოკლე ხანში გამომიგზავნოთ შემდეგი წიგნები: 1. პლატონ იოსელიანის `ცხ. მეფე გიორგი ხჳჳჳ-სა~, 2. იაკობ მანსვეტაშვილის `მოგონებანი~

პ.ს. კანდელაკის `სოლომონ მეფე და როსტომ ერისთავი~, 4. პროფ. გ. ჩუბინაშვილის `ქართული ხელოვნების ისტორია~, 5. ვაჟა-ფშაველას ვ და ვჳ ტომი, და 6. გ. ქიქოძის `ხელოვნების საკითხები~, და თუ ზედმეტ სხვასაც გამომიგზავნით. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ `ფედერაციას~ გამგეობა იმდენ სულგრძელობას გამოიჩენს, რომ აღნიშნულ ლიტერატურას, რაც შეიძლება, დაჩქარებით გამომიგზავნის (წიგნები უნდა გამოიგზავოს დაზღვეულად, რათა არ დაიკარგოს!)

 

ღრმა პატივისცემით განმცხადებელი გიორგი გოგოლაძე

1937 წ. 7 იანვარი

სოფ. ბარალეთი

 

ჩემი მისამართი: ჯავახეთი (ახალქალაქის რაიონი), სოფ. ბარალეთში: გიორგი ლაზარეს-ძე გოგოლაძე.

P.S. თუ შეიძლებოდეს, უარს ნუ მეტყვით ვასილ ბარნოვის `ფერადფერადის”-ს გამოგზავნაზეც.

გ. გოგოლაძე