რაჟდენ გვეტაძეს – Blue Horns

ავტორი : ლადო ჯაფარიძე

თარიღი : 21.02.1936

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 21426-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

რაჟდენ გვეტაძეს

ძვ. რაჟდენ!

ამ დილით ადრე ჩავირბინე გრიშასთან, რომ გამომერთმია თარგმნილი მასალა, მაგრამ გაესწრო უნივერსიტეტში. ამიტომ მთელი მასალა არ მომიტანია. გიტოვებ მხოლოდ ნაწილს. დანარჩენს ხვალ დილით შემოგიტან. დასაწყისი რვეულებშია, რომელიც შენ დაგვიბრუნე ამას წინეთ, წასაკითხავად.

მე მგონია, დღეს მეტს ვერ გადაბეჭდავს მაინც.

ერთი სიტყვით, ვეცდები ხვალ გინახულო პირადად. იმ მასალასაც უკლებლივ მოგიტან.

კარგი იქნება, რომ წავიკითხავდეთ ამ დღეებში. გნახავ და მოვილაპარაკოთ, თუ როდის.

ამ. სალ. ლადო ჯაფარიძე

21/II-36