ჩვენ ვაშენებდით დიდ პირამიდებს და უდაბნოებს ვქმნიდით ქალაქად. ჩვენ ცხარე ცრემლს და შეურაცხოფას თქვენ არ აგდებდით გროშად, არაფრად. არ გვქონდა სწავლა, თავისუფლება, ტანჯვით მიჰქროდა ჩვენი დღეები; […]
პასკალს ყოველთვის სულს უშფოთებს უსაზღვროება. – ო, უძიროა აქ ოცნება, სურვილი, ხმები. მე მაცნობს შიშის საიდუმლოს ცის მყუდროება, შავი შეგნების სიცივისგან შეშდება თმები. ზევით, ძირს, ირგვლივ […]
კავკასიონი მე გადავცქერი კავკასიონს, და ვდგევარ საშიშ ნაპრალის პირად – მყინვარების და თოვლის ზევით: გადაღმა კლდეზე წამოფრინდა არწივი რხევით მე გამისწორდა და უძრავად ელვარებს ცაში. […]
მე არაფერი არ მიყვარს ისე, როგორც ქარი, თამაში ქარის. წყეული ქარი! და ჭინკა ქარი! ამოვარდება უკვე მზათ არის სტვენა. ბღავილი და ქარიშხალი. წამი და ტყეში დატრიალდება […]
მელანდებიან ეშელონები და შორეული ზღვის ნაპირები. ეჰი, ესკადრონებო! ისმის ფიჭვების ხმაური… ეს გული არ სცემს საფრთხეს და განგაშს და არ ტრიალებს როგორც ბზრიალა, ბრწყინავ ფოლადზე დანაკირები […]
არის სიმღერა: შორეული და უნაზესი. ო, არ გადავცვლი მას ვებერის… როსინის ხმაზე. ის ძვირფასია ოცნებისთვის ვით ოაზისი. არ ვიცი, რატომ მიალერსებს ეს სილამაზე. ვისმენ მას […]
ო, ამ დროს ვერსალ, შემოდგომის დარდების ქნარად, შენი წარსული რად მაწვალებს და მაკრთობს მწველი. ახლოვდებიან და წვებიან ლანდები წყნარად და შორით ისმის გახურებულ დღის სუნთქვა ცხელი. […]