პანტელეიმონ ჩხიკვაძეს – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 29.08.1933

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 21182-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

პანტელეიმონ ჩხიკვაძეს

პანტელეიმონს სალამი! 

გუშინ გამოგიგზავნე კიდევ კორექტურა. დღეს გამახსენდა, რომ ბარათში სულ საწინააღმდეგო მოგწერე, რასაც ვფიქრობდი. თავზე ხალხი მადგა და ავირიე. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ შეკვრის დროს თითო გვერდი გამოუტოვებიათ, სახელდობრ, ყოველ ახალ თავს იწყებენ მარცხენა გვერდით, კენტი ციფრით და არის შემთხვევა, როცა მარჯვენა, ლუწი რიცხვით, გვერდი ცარიელი რჩება. ასე არ ივარგებს და ასე არც წავა. უნდა მიჰყვეს ერთი მეორეს. ტექსტში ცარიელი გვერდების გაშვება წიგნს დააუშნოვებს. ამის მოწერა მინდოდა და როგორც მახსოვს, მოგწერე კი სულ საწინააღმდეგო.

პანტელეიმონ! კორექტურა არ დამიგვიანო. მანდ შეცდომები იქნება, მაგრამ ამან არ დაგაშინოს. უკანასკნელი კორექტურა ჩემს მიერ არ არის გადახედული. ისე გამოგიგზავნე, რომ საქმე დაჩქარდეს. რომ კლიშეები არა, ეხლა აწყობილი

მექნება სულ.

 

პატ-ით შ. აფხაიძე

როდის აპირებ ჩამოსვლას!