პანტელეიმონ ჩხიკვაძეს – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 04.09.1933

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 21183-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

პანტელეიმონ ჩხიკვაძეს

პანტელეიმონ!

შენგან ჯერ არ მიგვიღია კორექტურა. სტამბა კი ძლიერ გვიჩქარის. ძალიან გთხოვ _ რაც შეგიძლია, დამიჩქარე. სხვათა შორის, დამავიწყდა მომეწერა, რომ გვერდებს გადაკეთება სჭირდება: უნდა ჩაიყაროს შპონები. რატომღაც აუწყვიათ უშპონოთ, თუმცა წინასწარ შეთანხმება ასეთი გვქონდა – უნდა აეწყოთ შპონზე. ასე რომ, ამ გარემოებამ არ დაგაფრთხოს.

კორექტურა! კორექტურა!..

შ. აფხაიძე