შალვა კარმელი – Page 8 – Blue Horns
January 1, 1921

რაჟდენ გვეტაძე, ნიკოლო მიწიშვილი, შალვა კარმელი, ხარიტონ ვარდოშვილი

 
October 14, 1920

კოლაუ ნადირაძეს

ქუთაისი აფთიაქის ქუჩა კოლაუ ნადირაძეს ძვირფასო კოლაუ!   აგერ მეორე თვეა ტფილისში ვცხოვრობთ მე და რაჟდენი ერთად. მე ვბოდიშობ, რომ წერილს დაგვიანებით გიგზავნი, მაგრამ, იმედია, მაპატიებ, […]
July 13, 1920

რაჟდენ გვეტაძეს  

რაჟდენ! მივიღე შენი წერილი. გმადლობ. ნიკას საღამო არ შემდგარა, არ ვიცი, რისთვის, რადგან მე ავად ვიყავი და სამი დღე ვიჯექ სახლში. ახლა კარგად ვარ. მოკითხვა ჩვენებისგან […]
January 1, 1920

შურისძიება უკვდავებით

ჩვენ დავივიწყეთ ერთმანეთი სიამაყიდან. სურნელი ტანით შენ ეგვიპტურს ჰგავდი კინამოს. არ ვიცი, გულმა ჩემთვის ტრფობა რად არ გაყიდა, მგოსნის ხელებმაც აწ ხელები ვერ დაგინამოს.   შურისძიებას […]
January 1, 1920

შეხერაზადეს ზღაპარი

ხალიჩა, ტახტი და მუთაქები. მეწყება შენზე რითმის თარეში, მაშრიყის ღამე, ღამე ნაქები, როცა ბანაობს ცა სიმთვრალეში.   ჰფანტავ ასული მწველ ათინათებს. გეტყვი: ახ, ასე დიდხანს გამყოფა… […]
January 1, 1920

ქალბატონი შორი სადგურების

ვერ გავცდი ამ სადგურს, ამ რიონს… ეჰ! მატარებელმა „გაგვასწრო ფეხით“, მე უნდა სიგიჟემ უთუოდ ამრიოს, დღე კატასტროფის იშლება ტეხით. ჯიბე ატარებს ნაპოლეონს და ჟოზეფინას, ტიულერის მერე […]
January 1, 1920

სიყვარული სონეტს

ლამაზ ქალივით შემიყვარდა სონეტის ფორმა. მოშვილდულ რკალში ოქროთვალით მეტად კარგია. მეფურ ჯირითის კამანდები ჩვენ ვიცით ორმა და მონადირეს ტყეში თავი არ დამკარგვია.   შერჩეულ სხეულს ეს […]
January 1, 1920

სალამბოს ტრირემა

დიდება მელკარტს – მზის ღვთაებას, მეზღვაურთ მფარველს. ოქროს ხომალდნი ესპანეტით ათრობენ სიდონს. ტყვე ქალებს გზაში აკივლებენ მძებნელნი ქარვის. ჩქარობს ტიროსი, რომ სავაჭრო ბაზრებში ჰზიდოს.   გრძნეულ […]
January 1, 1920

მარაო – ლოტოსი

შეაშრიალებ ლოტოსს – მარაოს და გადაფანტავ ხელის ფირუზებს. მე მომაგონებს სიტყვა ფარაონს, ცხელ სიკომორებს და პაპირუსებს.   ვით გახელება სავსე მოზვერის, რითმამ ავხორცად კვლავ მიმიზიდა. დგება […]