რაჟდენ გვეტაძეს   – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი :

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 21432-ხ.

გამოცემა :

პირადი წერილები

რაჟდენ გვეტაძეს  

რაჟდენ! მივიღე შენი წერილი. გმადლობ. ნიკას საღამო არ შემდგარა, არ ვიცი, რისთვის, რადგან მე ავად ვიყავი და სამი დღე ვიჯექ სახლში. ახლა კარგად ვარ. მოკითხვა ჩვენებისგან თქვენებს, განსაკუთრებით აკოცე ჩემგან ამაჯა გვეჭაჯეს და ბუტუტის. ამასთანავე საჩქაროდ გაცნობებ: შეიძლება არა სასიამოვნო ამბავს:- ნიკო შარაბიძემ დღეს წერილით მთხოვა, გაცნობო, რომ დაუყოვნებლივ ჩამოხვიდე, რადგან სასტამბო მუშაობას იწყებენ. ესევე გადმომცა, როცა ნიკო დაბლა ვნახე და განმეორებით მთხოვა შენთვის შეტყობინება. ამ წერილის მიღებისთანავე ჩამოდი.

შენი შალვა კარმელი

 

ზესტაფონი

ისიდორე მოსიძეს

გადაეცით რაჟდენ გვეტაძეს