დათიკო მესხს – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 08.05.1930

ადგილი : ქუთაისი

საცავი : ქუთაისის ისტორიული მუზეუმი, გვ. 208

გამოცემა :

მიმოწერა

დათიკო მესხს

ტფილისი, 1930 წ. 8 მაისი.

ღრმად პატივცემულო, ძვირფასო ბატონო დავით,

თქვენი ბარათი გუშინ გადმომცეს. სამწუხაროდ, მოკლებული ვარ საშუალებას სიამოვნებით გავაკეთო ის, რასაც ბარათში მთხოვთ, რადგან 10 მაისს მივდივარ მოსკოვში სამი კვირით და მანამდე კი ფიზიკურათ მოუხერხებელია ამ საქმის მოგვარება.

თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ მე და ჩემი ამხანაგები ვაფასებთ თქვენ დამსახურებას ქართულ მწრლობის წინაშე და თქვენი მოგონებები იშვიათ ისტორიულ მასალათ მიგვაჩნია ღარიბ ქართულ ინტელიგენციისთვის: პირადათ მე ვიცნობ ამ მოგონებებს, მე და შანშიაშვილს გადმოგვცა ვუკოლ ბერიძემ და ჩვენ გადავეცით ქართული მწერლობის რედაქციას.

ამ ჟამათ, როგორც თქვენ უკვე გცოდნიათ, `ქართული მწერლობა~ ვერ გამოდის რეგულარულად, მაგრამ, იმედია, ამ მოკლე ხანში მწერალთა ფედერაციას ექნება თავისი ორგანო, ესეც არ იყოს, ვეცდებით ეს წერილები სადმე მოვათავსოთ, ან ცალკე წიგნათ გამოვაცემიოთ რომელიმე გამომცემლობას.

ყოველ შემთხვევეში, ამხანაგების წრეში წავიკითხამთ და კოლექტიურ ბარათს მოგწერთ: ყოველ შემთხვევაში, თქვენ ჩვენი განაჩენი ყოველთვის უნდა იცოდეთ, ვისაც გაუვლია ქართველ მწერალის გზა და იცის მესხების დამსახურება ქართველ ერის წინაშე, თქვენ პირადადაც რომ არ გიცნობდეთ, მაინც პატივს გცემთ, ჩვენ კი გვემატება თქვენი პირადი სიყვარული და პატივისცემა: დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ყველაფერს მოვაგვარებთ და ამ სიბერეში გულს არ დაგწყვეტთ.

თქვენი პატივისმცემელი და ერთგული ტიციან ტაბიძე