პოეტები სტამბაში – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 10.1921

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი

გამოცემა : ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, 1921, ოქტომბერი, №6

გამოცემები, ჟურნალები, სტატიები

პოეტები სტამბაში

(ფრაგმენტები ბიოგრაფიისთვის)

გრიგოლ რობაქიძე. აქვს თა­ვის ფან­ტას­მა­გო­რია და მის­ტი­კა დი­დე­ბის. ვი­ლიე დ’ელილ ადან­მა დას­წე­რა „დი­დე­ბის მა­ში­ნა“. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძემ გა­ა­ნა­თა ამ ფოს­ფო­რით. გა­და­კარ­გუ­ლი უცხო­ეთ­ში ქარ­თ­ვე­ლე­ბი, თვი­თონ უცხო­ე­ლე­ბიც და გა­მუ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბით ასო­თამ­წყობ­ნიც მი­ა­ჩერ­დე­ბი­ან მის რო­მა­ულ პრო­ფილს. არ ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, ვინ­მეს რო­ბა­ქი­ძე არ შე­ემ­ჩ­ნია, არ ეც­ნო და არ გა­ხა­რე­ბო­და მი­სი შე­ხედ­ვა. გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძეს სტამ­ბა­ში მი­აქვს თა­ვის ლექ­სე­ბი პერ­გა­მენ­ტ­ზე და­წე­რი­ლი – ასე სწერ­დენ ძვე­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბი, რო­მელ­თა ხელ­ნა­წე­რიც უფ­რო გამ­ძ­ლე­ბი გა­მოდ­გა, ვიდ­რე ბევ­რი და­ბეჭ­დი­ლი წიგ­ნე­ბი. მაგ­რამ მის­თ­ვის კო­რექ­ტუ­რის შეც­დო­მა სა­ბე­დის­წე­როა. არ და­ბეჭ­დი­ლა არც ერ­თი მი­სი ლექ­სი, რომ არ გა­მოჩ­ნ­დეს ეს ჭინ­კა.

ერ­თხელ სან­დ­რო ცი­რე­კი­ძემ „ან­ტო­ლო­გი­ის“ თვი­თე­ულ და­ბეჭ­დილ წიგ­ნ­ში თა­ვის ხე­ლით გა­ას­წო­რა ერ­თი შეც­დო­მა გ. რო­ბა­ქი­ძის ლექ­სის „პა­ნი“. სულ რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნათ თვი­თონ გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძემ თა­ვის ხე­ლით­ვე გა­ას­წო­რა „ბარ­რი­კად­ში“ პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის ლექ­სის „არ­ტურ რემ­ბოს“ ერ­თი შეც­დო­მა. მა­შინ ეს ნო­მე­რი ათას­ს­ზე მეტი და­ი­ბეჭ­და. ორი ახალ­გაზ­და სტუ­დენ­ტი, რო­მელ­ნიც შე­დი­ო­დენ ამ საქ­მე­ში, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უყუ­რებ­დენ მის მუ­შა­ო­ბას.

სტამ­ბა­ში ბეჭ­დ­ვის დროს ასოთ-ამ­წყობ­ნი ორ საქ­მეს აკე­თე­ბენ: უს­მე­ნენ გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძეს და აწყო­ბენ შრიფტს.

ერ­თად-ერ­თი შემ­თხ­ვე­ვაა, ალ­ბათ, რო­ცა ამ დაწყევ­ლილ პრო­ფე­სი­ის ხალხს უყ­ვართ თა­ვის ხე­ლო­ბა.

პაოლო იაშვილი. იგი­ვე „მა­ში­ნა დი­დე­ბის“. არ ყო­ფი­ლა არც ერ­თი სტამ­ბის პატ­რო­ნი ან ასოთ-ამ­წყო­ბი, რო­მე­ლიც მას პი­რა­დათ არ იც­ნობ­დეს. პირ­ველ შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე გა­ღი­მე­ბა – და ამუ­შავ­დე­ბა რე­ჟი­სუ­რა. ყო­ვე­ლი სიტყ­ვა და­პი­რე­ბაა და არა­ვის ეეჭ­ვე­ბა მი­სი ას­რუ­ლე­ბა. ასოთ-ამ­წყო­ბებს უკ­ვირთ, რომ ის მთვრა­ლი არ არის – მაგ­რამ იცი­ან მა­ლე ერ­თად დათ­ვ­რე­ბი­ან. პა­ო­ლო იაშ­ვილს არ და­უ­წე­რია არც ერ­თი ლექ­სი, რო­მე­ლიც ან სტამ­ბა­ში არ და­ე­წე­რა – ან ხელ­მე­ო­რედ არ გა­ეს­წო­რე­ბია. სტამ­ბა­ში და­წე­რილ ლექ­სებ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით პირ­ვე­ლო­ბა მა­ინც ერთ ლექსს რჩე­ბა „ფარ­შა­ვან­გე­ბი ქა­ლაქ­ში“. არის ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ეს შე­უძ­ლია. პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლათ სტამ­ბა­ში მიხ­ვ­დე­ბა, რომ სა­ჭი­როა ლექ­სის წე­რა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ისე­თი ლექ­სის, რო­მელ­საც ის და­ბეჭ­დავს და არა იმ ექ­ს­პ­რომ­ტე­ბის, რომ­ლი­თაც ის ყვე­ლა სა­ღა­მო­ებ­ზე აპუ­რებს ფი­ლის­ტე­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

მხო­ლოდ უახ­ლო­ეს­მა მე­გობ­რებ­მა იცი­ან, რო­გორ აფა­სებს პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი პო­ე­ტის სა­ხელს, რო­ცა მას სტამ­ბა­ში ხე­და­ვენ. ის უკ­ვირ­დე­ბა ყო­ველ სტრი­ქო­ნის გა­მარ­თ­ვას. პი­რის სა­ხე და ხე­ლე­ბი გა­მუ­რუ­ლი აქვს. ის ერთ და იმა­ვე დროს ასოთ ამ­წყობ­საც ეხ­მა­რე­ბა, მა­ში­ნის­ტ­საც და მეტ­რან­პაჟ­საც. და ყვე­ლას საქ­მი­ა­ნად. და­ბეჭ­დ­ვის შემ­დეგ მის­თ­ვის და­ბეჭ­დი­ლი არ არ­სე­ბობს.

ვალერიან გაფრინდაშვილი. ვა­ლე­რი­ან გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა სრუ­ლი­ათ მო­უ­ლოდ­ნე­ლათ და­იწყო რე­დაქ­ტო­რო­ბა. ალი­ონ­ზე მთი­ან ტყე­ე­ბი­დან გად­მო­ვარ­დე­ბი­ან „მე­ოც­ნე­ბე ნი­ა­მო­რე­ბი“, და ტფი­ლის­ში გა­მოჩ­ნ­დე­ბა თეთრ ყდი­ა­ნი წიგ­ნე­ბი. მი­სი ენერ­გი­უ­ლი სა­ხე, რო­მე­ლიც მის­მა მე­გო­ბარ­მა ახალ მო­სეს სა­ხეს შე­ა­და­რა, ყვე­ლას აჯე­რებს გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ამ პო­ეტს ჯერ არა­ვინ შეხ­ვედ­რია, რომ გან­შო­რე­ბის დროს აღ­ტა­ცე­ბით არ ექოს მი­სი სი­ნა­ზე და მჭრე­ლი ჭკუა.

ჩემ­თ­ვის პრობ­ლე­მაა, თა­ვის ნა­ხევ­რათ დაბ­მუ­ლი ენით რო­გორ ელა­პა­რაკე­ბა ის ასოთ-ამ­წყო­ბებს – რო­მელ­თა ჯი­უ­ტო­ბაც ასე ცნო­ბი­ლია პო­ე­ტებ­ში – მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის აშ­კა­რათ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია პო­ე­ტი.

სწერს ნერ­ვი­ულ ხე­ლით, რო­გორც ბავ­ში. ამას მა­ნი­ფეს­ტის კა­რა­კუ­ლი ეწო­დე­ბა. არა მარ­ტო კო­რექ­ტუ­რის გუ­ლის­ხ­მო­ბით, მას ეკუთ­ვ­ნის ერ­თი ფრან­გი პო­ე­ტის ეპი­ტე­ტი: შე­უც­დო­მე­ლი.

სანდრო ცირეკიძე. დარ­ჩე­ბა ალ­ბათ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პო­ე­ტის და გა­მომ­ცე­მე­ლის სა­ხე­ლი – ყვე­ლა­ზე უფრო მის მე­გობ­რებ­ში. ჩვენ­მა დრომ ბევ­რი გა­მომ­ცე­მე­ლი გა­ამ­დიდ­რა. სან­დ­რო ცი­რე­კი­ძეს შე­უძ­ლია გა­ი­მე­ო­როს დო­რი­ან გრე­ი­დან – ან­ტ­რეპ­რე­ნი­ო­რის სიტყ­ვე­ბი:

– მთე­ლი სი­ცოცხ­ლე იშ­რო­მო გამ­დიდ­რე­ბის­თ­ვის, რომ უეც­რად გა­კოტ­რ­დე შექ­ს­პირ­ზე.

შექ­ს­პი­რის მა­გი­ე­რო­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პო­ე­ზია გას­წევს.

კოლაუ ნადირაძე. „ცხოვ­რე­ბა ჯი­ბე­ებ­ში ხე­ლებ-ჩაწყო­ბი­ლი“ – უკე­თე­სი ავ­ტო­პორ­ტ­რე­ტია. მე არ ვი­ცი, რო­დის იც­ლის კო­ლაუ ნა­დი­რა­ძე სტამ­ბა­ში შე­სას­ვ­ლე­ლათ. მაგ­რამ ამ და­უ­დე­ვარ­მა პო­ეტ­მა მა­ინც მო­ას­წ­რო წიგ­ნის გა­მო­ცე­მა. მი­სი „ბალ­და­ხი­ნი“ კა­თო­ლი­კუ­რი სიმ­ტ­კი­ცით არის გა­მო­ჭე­დი­ლი (არის პო­ე­ტის სის­ხ­ლ­ში მარ­თ­ლა კა­თო­ლი­კუ­რი). პირ­ველ შე­ხედ­ვის­თა­ნა­ვე შე­ატყობს ყვე­ლა, რომ შე­იძ­ლე­ბა მას უმი­ზე­ზოთ ვინ­მე შე­მო­ე­ლა­ხოს. ამას, ალ­ბათ, სტამ­ბა­შიც ხვდე­ბი­ან.

ნიკოლო მიწიშვილი. რო­გორც ჭინ­კა გა­მოჩ­ნ­დე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლათ: რე­დაქ­ტო­რი ცხრა ალა­გას და უფ­რო მეტ ალა­გას მდი­ვა­ნი. პირ­ველ შე­ხედ­ვის­თა­ნა­ვე ენ­დო­ბი­ან – ისე­თი სპე­ტა­კი ხალ­ხიც, რო­გორც სტამ­ბის პატ­რო­ნე­ბია. გი­პერ­ბო­ლებ­ში არ ჩა­მორ­ჩე­ბა ტი­ცი­ან ტა­ბი­ძეს. მის ამ­ხა­ნა­გებს არ გა­უკ­ვირ­დე­ბათ, რომ ერთ დღეს ნ. მი­წიშ­ვილ­მა ისი­ნი სა­კუთ­რათ შე­ძე­ნილ სტამ­ბა­ში შე­იყ­ვა­ნოს.

ტიციან ტაბიძე. რო­ცა სხვებ­თან არის, ნაკ­ლე­ბათ ლა­პა­რა­კობს, სხვი­სი იმე­დი აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ მთვრა­ლი არ არის. რო­ცა მარ­ტო დარ­ჩე­ბა, ერ­თად ერ­თი იარა­ღია – გი­პერ­ბო­ლა. მე­სა­მე­დიც  რომ ვინ­მემ და­უ­ჯე­როს, საქ­მე გა­კე­თე­ბუ­ლია. უნ­დო­და, რო­გორც ლე­კონტ დე ლილს, შე­უძ­ლებ­ლათ გა­ე­ხა­და სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო  გან­ყო­ფი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ­დღე აპი­რებს კომ­პ­რო­მი­სებ­ზე წას­ვ­ლას ახალ­გაზ­რ­და პო­ე­ტებ­თან. თა­ვის დღე­ში არც ლექ­სებ­ში და წე­რი­ლებ­ში ნიშ­ნე­ბი არ და­უს­ვამს და გულ­ში ახა­რებს ყვე­ლა კო­რეკ­ტუ­რის შეც­დო­მა (თუმ­ცა ხან­დის­ხან მე­გობ­რებს უმა­ლავს). თა­ვის გა­მარ­თ­ლე­ბა ბევ­რია: სულ ერ­თია, მა­ინც ვე­რა­ვინ გა­ი­გებს და ამას გარ­და გა­და­ვარ­დ­ნაც სა­ჭი­როა. შე­იძ­ლე­ბო­და კი­დევ მი­მა­ტე­ბა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ამან ავ­ნოს მის რე­დაქ­ტო­რო­ბის სა­ხელს.

 

ვა­რამ გა­გე­ლი (ტიციან ტაბიძე)

ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, №6