სანდრო უსინდისო, არ გრცხვენია, რომ დამაღალატიანე – გუშინ, რა შეგემთხვა – უშენოთ გემო არ ჰქონდა არაფერს: ეხლა გთხოვ ძალიან, ჩამოხვიდე ჩვენთან გელით გოგლა და სხვებიც – გელით აუცილებლად, სახლში ჩემთან.
შენი ტიციანი
ქიზიყის ჰომეროსო!
ჩამოდი უთუოდ. ამ კაცმა ტიციანის ადრესი არ იცის, რომ უარის პასუხი მოგვიტანოს. ამიტომ, კარგათ ხარ, ავათ, ეხლავე უნდა ჩამოხვიდე ტიციანთან, უშენოდ არა ვსხდებით.
წუხელ ძალიან ვიქეიფეთ და რა უნდა დაგმართნოდა ისეთი რომ არ ჩამოხვედი, ცოლმა ხო არ დაგსაჯა?
შენი გოგლა ლეონიძე