ძვირფასო ძმაო სანდრო!
გუშინ, საღამოს 8 საათზე დედა ჩემი გარდაიცვალა. ჩემი ახალგაზრდობა, უზრუნველობა, ჩემი ცხოვრების პირველი ნაწილი დასრულდა.
დიდი წამებით, ორი თვის უწყალო ტანჯვით გარდაიცვალა საწყალი. ქვრივობით, სიღარიბით დაჩაგრული პატიოსანი, მშრომელი დედა.
გაცნობებ, როგორც ყველაზე მახლობელ ჩემს ერთგულ უფროსს ძმას და გთხოვ ამასთანავე, რომ საათის ათზე მინახულო დასახმარებლად.
ჭირის დღეც ეგ არი!..
შენი გოგლა ლეონიძე