ანტონ ნატროშვილს – Blue Horns

ავტორი : გიორგი ლეონიძე

თარიღი : 04.03.1941

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 9490-2-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, ოფიციალური წერილები

ანტონ ნატროშვილს

თბილისის სასულიერო პროგიმნაზიის დირექტორს

გიორგი ნიკოლოზის ძე ლეონიძის

თხოვნა

გთხოვთ, თქვენდამი რწმუნებულ პროგიმნაზიაში გამამწესოთ ქართული ენის ან გეოგრაფია-ბუნებისმეტყველების ადგილზე.

მსურს, პედაგოგიური მუშაობით ხელი შეუწყო საქართველოს აღმშენებლობით მუშაობას. დავასრულე თბილისის სასულიერო სემინარია. ვთანამშრობლობ ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში, სადაც ამ სამი წლის განმავლობაში იბეჭდება ჩემი ნაშრომები ხელოვნებიდან და საქართველოს ისტორიიდამ.

მთხოვნელი: გიორგი ლეონიძე

ქ. თბილისი, 29 ენკენისთვე, 1916 წ.

 

ანტონ ნატროშვილის მინაწერი: 28-IX. 1918 წ. იქონიოს სახეში და მიეცეს ადგილი, როდესაც თავისუფალი იყოს. საჭიროა, რომ ეს ნიჭიერი ყმაწვილი ჩვენს სასწავლებელში იყოს. დ. ანტონ

გიორგი ლეონიძის მინაწერი: თარიღი (1916) შეცდომაა, უნდა იყოს 1918, როდესაც თბილისში, რევოლუციის შემდეგ პროგიმნაზიას ხსნიდა ანტონ ნატროშვილი. მე მასწავლებლობა აზრადაც არ გამივლია თავისს დღეში. მხოლოდ ერთ დღეს ჩემთან ბინაზე მოვიდა ა. ნატროშვილი და მთხოვა, მასთან მეთანამშრომლა, მეც მისი პატივისცემით დავთანმხდი და ეს განცხადება მაშინდელი დაწრილია იმ გარემოებაში.

გ. ლეონიძე

3 აპრილი, 1941 წ.

9490-2-ხ. გიორგი ლეონიძის თხოვნა ანტონ ნატროშვილს, 1918 წელი