გიორგი ლეონიძე – ეკატერინე გაბაშვილს – Blue Horns

ავტორი : გიორგი ლეონიძე

თარიღი : 14.12.[1923]

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 7203-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

გიორგი ლეონიძე – ეკატერინე გაბაშვილს

დიდათ პატივცემულო ბატონო ეკატერინე!

გაუწყებთ რა, რომ გაზეთ „ბახტრიონის“ მომავალი №23 მიეძღვნება ივანე მაჩაბლის ხსოვნას. ხსენებულ ნომრისათვის მე კარგა ხანია, რაც მასალებს ვაგროვებ. პირადათ თქვენს თვალწინ გაიარა ამ დიდი ადამიანის ცხოვრებამ და მოღვაწეობამ, დარწმუნებული ვარ, რომ მის შესახებ თქვენ ბევრი რამ გეცოდინებათ; ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, ამ მოკლე ხსნის განმავლობაში რაც კი გაგახსენდებათ ივ. მაჩაბლის შესახებ, თუ თქვენთვის საძნელო არ იქნება, ანუსხოთ ქაღალდზე და იროდიონის ხელით მოგვაწოდოთ გამოსაქვეყნებლად.

თქვენი პატივისმცემელი . ლეონიძე

14/XII. . ტფილისი

[1923 წელი]