ბევრი არ დამრჩა
ოქრო და ფარჩა,
არც დიდებული
სახლი ქებული.
ჩემი ნაღვაწი
მიწაზე არ სჩანს,
ვკვდები ნახევრად
დავიწყებული.
ან რა მინდოდა,
აქ რომ მოვედი
თითქოს მოღვაწე,
თითქოს პოეტი.
რად შევაწუხე ეგ ხალხი ტყვილად,
რატომ ვხვდებოდი ყველას გულთბილად,
რად გავაშენე ბაღები ფართო
თუ დავრჩებოდი საფლავში მარტო.