(ბიოგრაფიული ცნობები)
ოცდახუთმეტი წლის წინათ გარდაიცვალა ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტი შალვა კარმელი, იგი დაიბადა 1899 წელს ქუთაისში, ღარიბი ხელოსნის პავლე გოგიაშვილის ოჯახში.
ქუთაისის ქართველი სათავადაზნაურო გიმნაზიის წარმატებით დამთავრების შემდეგ (1910 წ.) იგი შედის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1920 წელს სიტყვიერების ფაკულტეტზე.
1915 წელს გაზეთ ,,საქართველოში“ იბეჭდება შალვას პირველი ლექსი ,,რიონი“.
1921 წლიდან შალვა კორპორაცია ,,ცისფერი ყანწელების“ ყველაზე უმცროსი წევრია.
შალვა კარმელი ლექსებს ბეჭდავს ჟურნალ-გაზეთებში: ,,საქართველოში“, ,,სამშობლოში“, ,,მეოცნებე ნიამორებში“, ,,ბარიკადში“, ,,ბახტრიონში“ ,,თოლაბუსის სარტყელში“, ,,კავკასიონში“ და სხვ.
1921 წელს თბილისში გამოდის შ. კარმელის ლექსების პირველი წიგნი ,,ბაბილონის“ სახელწოდებით.
შ. კარმელს გამოსაცემად გამზადებული ჰქონდა ორი ახალი წიგნი, მაგრამ ტუბერკულოზით შეპყრობილ პოეტს არ დასცალდა, განეგრძო თავისი შემოქმედებითი მუშობა. იგი 24-25 წლის ასაკში გარდაიცვალა 1923 წლის 25 იანვარს ქუთაისში და დაკრძალულია იქვე საფიჩხიის სასაფლაოზე.
შ. კარმელის გამოუქვეყნებელი ლექსები გამოსაცემად ჩაბარებული ჰქონდა გამომცემლობა ,,საბჭოთა მწერლის“ მაშინდელ დირექტორს, შალვა კარმელის სიყრმის ამხანაგს და ღვიძლ მეგობარს მწერალ რაჟდენ გვეტაძეს.
სამწუხაროდ, რაჟდენ გვეტაძის გარდაცვალების შემდეგ ეს ხელნაწერები ჯერჯერობით ვერ აღმოვაჩინეთ ვერც აღნიშნულ გამომცემლობაში და ვერც რაჟდენ გვეტაძის ბინაზე.
1959 წელს შალვა კარმელის დაბადებიდან 60 და გარდაცვალებიდან 35 წლის თავის აღსანიშნავად გამომცემლობა ,,საბჭოთა მწერალი“ გამოსცემს შ. კარმელის ლექსების წიგნს -შეკრებილს ჟურნალ-გაზეთებიდან.