იოსებ გრიშაშვილს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 20.03.1915

ადგილი : ქუთაისი

საცავი : იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

იოსებ გრიშაშვილს

პაოლო იაშვილი – იოსებ გრიშაშვილს

I. Гришашвили. „Сахалхо Пурцели“. Тифлисъ.

П. Яашвили, Кутаис.

 

სოსო!

ეს წუთია, მივიღე შენი მოულოდნელი ცნობა გ. ტაბიძის შესახებ. შენს წერილში ერთი საოცრება არის. მწერ: „ეს სულ შენ შემძღვენი. რა გინდოდა ჩემგან“. მწერ იმ გვარად, თითქოს დიდი უბედურება გწვევოდეს. შენ მეტად დიდ ყურადღებას აქცევ ამ გვარ ამბებს. ამაში ერთგვარი უნებობა არის. შენ კარგათ იცი, რა მოსაზრებით დაგაწერიე გ. ტაბიძე: ის იყო ჩვენი მეგობარი, აქამდის მაინც. მაგრამ სჩანს, ახლა სხვა მეგობრები გაჩენია და რა გზაზედაც დაუყენებიათ მათ, იგი ამ შემთხვევიდანაც სჩანს.

„თანამედროვე აზრში“ მოთავსებულ წერილს ჯერ არ ვიცნობ. დღესვე წავიკითხავ, და, შენი თხოვნისგვარად, წერილსაც მოვიწერები შენ სახელზე. შენ დაბეჭდე სადაც გსურს.

 

შენი პავლე იაშვილი

20 მარტი, 1915