იოსებ გრიშაშვილს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 07.07.1915

ადგილი : ჭყვიში

საცავი : იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

იოსებ გრიშაშვილს

Кисловодскъ

Элiадзе

Иосифу Гришашвили

 

ძვირფასო სოსო!

შენ კისლოვოდსკში წასულხარ – მაშასადამე, მხიარულიც იქნები.

თუმცა იმ ლექსებში, რომელიც ამ ბოლოს დროს დაბეჭდე, განსაკუთრებული რამ სიხალისე არა სჩანს. მომწერე ყველაფერი, დიდხანს დარჩები მად, მუშაობ, თუ უფრო დასეირნობ. სადღაც წავიკითხე, რომ შენ ენების შესწავლას აპირებ. კარგია, თუ მართალია. „თანამედროვე აზრის“ კრიტიკოსი კიდევ მოგვევლინა შენ წინააღმდეგ შეიარაღებული. წერილი მისი უნიჭო და უშინაარსოა… გრიშაშვილის მაგინებელი უნდა იყოს?

ჩემ შესახებ შემიძლია მოგწერო, რომ ჯერ სოფელში ვარ და მალე მინდა წავიდე ბორჯომს. შემოდგომისთვის რაღაცეებს ვაპირებ, თუ ოცნება ოცნებად არ დარჩა. სოფელში მშვენიერი სიგრილეა, მყუდროება, ყველა მიყვარს, არავინ არ მძულს, ომის შესახებ არაფერს არ ვკითხულობ და აღარც მაინტერესებს. ველი შენ წერილებს და ელოდე სამაგიეროს. იმხიარულე და გაიმარჯვე.

შენი პავლე იაშვილი

მისამართი: Сачхери. Шорапанскიй уезд. Павле Иашвили.

არგვეთი, 7 ივლისი, 1915