Тифлисъ. Сахалхо Пурцели. „Почтовый яшикъ“. Iосифу Гришашвили.
ძმაო სოსო! ძალიან მადლობელი ვარ ჩემი ლექსის მიღებისათვის. როგორც სჩანს, თანამშრომელთა სახელებიდან „ლეილა!“ იქნება ღირსეული სახარება ქართული ხელოვნებისა. განცხადებაში წავიკითხე ჩემი ლექსის სათაური – შეცვლილი. აი, ჩემი თხოვნა: ვალერიან გაფრინდაშვილი: „ჩასმული“ სხვა ცუდ სიტყვას გავს და ვალერიანი გთხოვს ისევ ჩაჟენილი დასტოვო.
პაოლო იაშვილი
პაოლოს „იქითური“ აღარ მოსწონს და დღეს ან ხვალ გამოგიგზავნის „სევდიან ზურმუხტს“.
ვ. გაფრინდაშვილი
ვალერიანი გთხოვს „ღლიავი“-ს ნუ შეცვლი.
პ. იაშვილი
სალამი… არისტოს, ლელის. „ყანწები“ გამოვა შაბათს. გამოვგზავნი განცხადებას.
ქუთაისი, 19 დეკემბერი, 1916