ამხ. რ. გვეტაძეს.
ძვ. რაჟდენ!
ეს ერთი ხანია (კვირაზე მეტი), რაც ავადა ვარ, თორემ ძალიან მინდოდა შენთან შემოსვლა. გრიშამაც ვერ მოიცალა და სულ ჩემი იმედი ჰქონდა, რომ მე მოვახერხებდი შენთან შემოსვლას და იმ უკანასკნელი თავის მიღებას.
როგორაა მისი საქმე? თუ დაბეჭდილი არაა ჯერ, ეგება ხელნაწერი მაინც გექნეს, რომ ბარემ მოვათავოთ მთელი თარგმანი. ამას მოგიტანს ჩემი ქალიშვილი და გთხოვ, მაცნობო მისი პირით, თუ როდის იქნება დაახლოებით ან დაბეჭდილი ან ხელნაწერი. მგონია, ბევრი აღარ ინება დარჩენილი.
ველი პასუხს.
ძ. სალ. ლადო ჯაფარიძე
9/I-36
P. S. რაც უკვე თარგმნილია, იმის დაბეჭდვა შეიძლება, მაგრამ შეიძლება, უკეთესი იქნებოდა, წაგვეკითხა ერთად, როგორც პირველი თავები წაიკითხა იმ დღეს გრიშამ. თუ გინდა, ბარემ დაბეჭდო – მაცნობე და გამოვგზავნი მთელს მასალას.
ლადო