სალამი პატივცემულო რაჟდენ!
როგორ ბრძანდებით, ლექსებით და ცოლშვილით? – ისე წამოვედი, ვერც დაგემშვიდობეთ მადლობაც ვერ გითხარით, როგორღაც წიგნიც კი ვერ მოგიძღვენით.
ჩემს ამბავს თუ იკითხავთ, ჯერჯერობით კარგად ვარ, ვსწავლობ და… ვწერ ხანდახან.
კმაყოფილი ვარ აქაურობით. თქვენთან ეს ერთი თხოვნა მაქვს და იმედია, არ მეტყვით უარს: როგორც იცით, პოემას ვწერ სტალინზე (ბერიას დავალებით, როგორც იცით) მალე გავათავებ, მაქვს აგრეთვე ახალი ლექსები, ლექსები, რომელიც ნამდვილი დაბადება იქნება ჩემი.
ძალიან გთხოვთ, შეიტანოთ მომავალი წლის საგამომცემლო გეგმაში. თუ საჭიროა, ჩარკვიანის ჩარევა ან დახმარება, უთხარით შალიკოს, მომწერს და აუცილებლად
დამეხმარება.
ამ წიგნის გამოცემა ჩემთვის აუცილებელია და ამიტომ გთხოვთ, მომიწყოთ ეს საქმე.
ბოდიში, რომ გაწუხებთ.
მოსკოვში თუ რამე გჭირდებათ (რედაქციებში, თარგმანებზე ან სხვა), მეც გამოგადგებით.
სალამით და იმედით რომ არ დამივიწყებთ და დამეხმარებით,
თქვენი გრიშა აბაშიძე
19/X-37