ტიციან ტაბიძეს – Blue Horns

ავტორი : რაჟდენ გვეტაძე

თარიღი : 15.04.1935

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 28596-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

ტიციან ტაბიძეს

ძმაო ტიციან!

სალამი! როგორა ხართ?

ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით მინსკში, სადაც ბელორუსები დიდის ამბით შეგვხვდენ, თავს გვევლებიან. პირდაპირ ზეიმია. რეპორტიორები და ფოტოგრაფები უკან დაგვდევენ. არ ვიცი, სამდე გასტანს ასე.

ყველანი ჯანმრთელად ვართ.

მე მაწუხებს მხოლოდ ნინას და ბავშების ამბავი და თქვენი ნახვის სურვილი.

მუშაობა აქ შეუძლებელია.

ჩემი რომანის დასაწყისი თუ წაიკითხე?

როგორ არიან პაოლო და სხვები? გავიგეთ, ბენიტოს შემოუტევია.

მაჩქარებენ. იყავით კარგათ. მოკითხვა ნინას და მეგობრებს.

 

ძმური სალმით რ. გვეტაძე

15/V [ბელორუსია]