რაჟდენ გვეტაძეს – Blue Horns

ავტორი : კოკი აბაშიძე

თარიღი : 12.09.1935

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 21334-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

რაჟდენ გვეტაძეს

ძმაო რაჟდენ! გითვლი მეგობრულ სალამს კისლავოდსკიდან. 7 სექტემბრიდან აქა ვარ. მომათავსეს ძალიან კარგს სანატორიუმში _ `Ленинградского Совета~  #13. კარგი პირობებია და მოვიკეთებ ალბათ. აქ დავრჩები 4/ხ-დე. ვეცდები, დავამზადო ჩამოსვლამდე `გრ. აბაშიძის რჩეული ლექსების~ მცირე კრებული წინასიტყვაობით. სხვათა შორის, ტფილისშიაც გთხოვე და ეხლაც ვიმეორებ ჩემს თხოვნას. რაც ფული მქონდა, ოჯახობას გავატანე ქობულეთში, ასე რომ, მე სრულიად უფულოდ დავრჩი. ბევრს არა გთხოვთ. ძალიან დამავალებ, თუ სხვა და სხვა გონორარის ანგარიშში – გამომიგზავნი ას მანეთს. მე ვფიქრობ, ამ თანხის გამოგზავნა არ გაგიჭირდება, მე კი სამუდამოთ დამავალებ.

სალამი მეგობრებს.

შენი პატივისმცემელი კოკი აბაშიძე

12/IX. 1935 წ.ჩემი მისამართია: Кисловодск, Санатории `Ленинградского Совета~  #13, Абашидзе Константину Ильичу.