რაჟდენ გვეტაძეს – Blue Horns

ავტორი : ილო მოსაშვილი

თარიღი : 19.08.1934

ადგილი : ბაკურიანი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 21392-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

რაჟდენ გვეტაძეს

ძმური სალამი რაჟდენს!

გაგიხარდება.

მოსკოვის ნაცვლად – ბაკურიანში ვარ და გელი.

რაჟდენ ჩემო, დიდ მეგობრულ სამსახურს გამიწევ, თუ ცოტაოდენ ფულს გამომიგზავნი.

შენ სამასს შემპირდი და ეგ ჩემთვის ეხლა პირდაპირ ცხონება იქნება.

ჩვენ ხომ ყველა გვჩაგრავს და ერთმანეთს ჩვენ მაინც დავეხმაროთ.

ბაკურიანში ჩინებული ამინდია და ყოველნაირად დაისვენებ, რომ ჩამოხვიდოდე.

უშენოდ არ მივდივარ მეცხვარეების ბინებში.

გელი.

 

შენი ილო მოსაშვილი

1934-19/VIII