ტფილისის მერე ეს პროვინცია როგორ გაძინებს, გინდა იცინო ჩვენს ძველ სოფელში ერთი პრინცია და პრინცესები: ჰელლი, ციცინო. ეს თრობის მტვერი ხეებზე ხეებს, ამ აკაციას, ტყემლიდან ატამს, […]
ვერ გავცდი ამ სადგურს, ამ რიონს… ეჰ! მატარებელმა „გაგვასწრო ფეხით“. მე უნდა სიგიჟემ უთუოდ ამრიოს, დღე კატასტროფის იშლება ტეხით. ჯიბე ატარებს: ნაპოლეონს და ჟოზეფინას, ტიულერის მერე […]
კოლაუ ნადირაძე „ყანწელებში“ პირველი წიგნი გამოსცა ვალერიან გაფრინდაშვილმა 1920 წ· გამოვიდა კოლაუ ნადირაძის ლექსების წიგნი „ბალდახინი“, 56 გვერდიანი 35 ლექსით სამ ნაწილად: „მთვარის ქურდები“ „კეთროვანება“ და […]
არის ერთი პოპულიარი და მოდის თემა; კრიზისი. ანდრეი ბელიმ სამი მონოგრაფიით გამოიტირა სამი კრიზისი: „სიცოცხლის“, „პოეზიის“, „მეცნიერების“. შპენგლერმა მთელ დასავლეთ ევროპას უწინასწარმეტყველა კულტურის დაღუპვა. პოპულიარულია ჩვენშიც […]
ტიციან ტაბიძეს ქალი: შავი ნაწნავი გადავკიდე მერიდიანზე, და ველი ახლა ათრთოლებით მთვარის გატეხას, ბევრი ლოცვაა დაფენილი იდუმალ ქვაზე, მრავალი ელის სარკეების ცქერით ატეხას. ვაჟი: ძვირფასო […]
პირველი სეანსი დაუმთავრებელ მთვარის სოლოს იმღერებს ქალი. იმღერებს სოლოს დასველებულს სქელი ისრიმით. და გამწვანდება მის სახეზე ბოროტი ხალი. ხალი დამპალი, შეხვეული დანესტილ სირმით. (მე ეს ამბავი […]
ძველი ხატების დიდ მინანქრებში კვდება ტფილისი ქართლის დიდება. და მოგონებას ქვების ნამქერში ჩემი თვალები გაეკიდება. ო, საქართველო, მინდა მივმართო დარღვეულ სხეულს, ჩემს მიწას-დობილს: შენ ამ სივრცეში […]
გადმოკიდულა ციდან სემირამიდის ბაღი. გულია ერთი ციდა და მთის ოდენა დაღი. შენს ცრემლს ნუ ეტყვი ნურვის. არ ვკვნეს დაჭრილი გალლი. მე ვერ მომიკლავს წყურვილს. სამარიელი […]