შალვა აფხაიძეს – Blue Horns

ავტორი : ივანე ჯავახიშვილი

თარიღი : 21.11.1933

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26099-5.

გამოცემა :

მიმოწერა, ოფიციალური წერილები

შალვა აფხაიძეს

დიდად პატივცემულო ბნო შალვა!

სამ პირს დავავალე, რომ თქვენთვის ნაშრომების რიგი ეცნობებინათ და სურათები გადმოეცათ. მიკვირს, რომ არც ერთს დავალება არ აუსრულებია. 1. დეკაპრელევიჩის

გამოკვლევა რომლის ქართ. თარგმანი უნდა მოეტანათ და ამ ორ დღეში უეჭველად იქმნება. მისი წერილისათვის ფოტოსურათები შ. ხიდაშელს გამოვატანე თქვენთის გადმოსაცემად ამ 5 დღის წინათ. გავიგებთ, რა უყო და გაახლებთ.

  1. ნაშრომი – პროფ. რ. ჩოლოყაშვილისაა, ფოტოსურათები გამოგიგზავნეთ იმავე პირთა ხელით. ამასაც გამოვარკვევ.
  2. ნაშრომი – მ. რჩეულიშვილისაა.
  3. დოც. ლოსაბერიძის – ალაზნის პირი.
  4. ` ~
  5. შ. ხიდაშელის } სხალტბა-შიოღვიმის 1202 წ. წყალსადენი.

მათი სურათები თან ჰქონდა დართული და რამოდენიმე შ. ხიდაშელს უნდა მოეტანა თქვენთვის.

7 ლ. რჩეულიშვილის და ნ. ჩუბინაშვილის ხიდი.

  1. დოც. თ ლომოურის ფულების შესახებ. სურათები მზადდება.
  2. ლ. მუსხელიშვილიშვილის – დმანისი.

ყველა სურათები ხელთა გაქვთ: რიცხვები რომ გამოტოვებულია, ეს მე ამოვიღე, რათგან ბევრი გამოდიოდა და სურათების რიცხვი – შევამცირე, ნუმერაცია – კი ძველი დარჩა. დაბეჭვდის დროს ნუმერაცია შეიცვლება. გრიპოზული ბრონქო-პნევმონიით ვიყავი ავად, ამ დღეებში გამოსვლას ვაპირებ და ყველაფერს პირადად მოვაგვარებ.

თქვენი ივ. ჯავახიშვილი