პანტელეიმონ ჩხიკვაძეს – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 28.07.1933

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 21181-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

პანტელეიმონ ჩხიკვაძეს

პანტელეიმონ!

გიგზავნი `ნაბიჯების გაგრძელება~-ს. დამავიწყდა გამეფრთხილებიე სურათების შესახებ: მიაქციე ყურადღება კარგად მისდევს ერთმანეთს თუ არა. მათი გადასმა შეიძლება სურვილისამებრ, რადგანაც ყველანი ერთი ზომისაა.

გარდა ამისა, ახალი თავები იწყება ყველა კენტ რიცხვით. მე მგონია, ასე აჯობებს. ყოველ შემთხვევაში, შენი აზრი ამის შესახებ აუცილებელია. იქნებ ცარიელი გვერდი (ლუწი) არ მოგწონს? მომწერე აუცილებლად ამის შესახებ. ისე ვერ გავუშვებ, დასაბეჭდათ. მაგ. შეამჩნევ რომ 59 გვ. შემდეგ მოდის 61 გვ., 60 მარცხ. გვერდია, რომ გადაშლი. როგორ გინდამ, დავიწყოთ 61 გვ. 60-ით, თუ ასე დავტოვოთ, როგორც შეკრულია? ველი სასწრაფო პასუხს.

 

პატ. შ. აფხაიძე