პანტელეიმონ!
შენგან ჯერ არ მიგვიღია კორექტურა. სტამბა კი ძლიერ გვიჩქარის. ძალიან გთხოვ _ რაც შეგიძლია, დამიჩქარე. სხვათა შორის, დამავიწყდა მომეწერა, რომ გვერდებს გადაკეთება სჭირდება: უნდა ჩაიყაროს შპონები. რატომღაც აუწყვიათ უშპონოთ, თუმცა წინასწარ შეთანხმება ასეთი გვქონდა – უნდა აეწყოთ შპონზე. ასე რომ, ამ გარემოებამ არ დაგაფრთხოს.
კორექტურა! კორექტურა!..
შ. აფხაიძე