მე არაფერი არ მიყვარს ისე,
როგორც ქარი,
თამაში ქარის.
წყეული ქარი! და ჭინკა ქარი!
ამოვარდება უკვე მზათ არის
სტვენა. ბღავილი და ქარიშხალი.
წამი და ტყეში
დატრიალდება –
თითქოს ჭინკები
უვლიდენ დავლურს…
ანდა გადახნულ უსაზღვრო ველზე
სისწრაფეს მისცემს მძიმე ვაგონებს.
თვალს ვერ მოასწრებ,
გაფრინდებიან ისე რელსებზე.
ხედავ: მწკრივებად
ალვის ხეები თავს რომ უკრავენ.
წყეული ქარი! და ჭინკა ქარი!
ზის ინდოეთში
რაბინდრანატი.
მშფოთვარე სული ჩვენში არ არის,
თიხის კაცნი ვართ.
მობღავის ქარი უკრაინიდან,
უკრაინიდან.
და დასავლეთიც ისე გვიყურებს,
რომ ვერ გაარჩევ:
სახე აქვს კაცის თუ დიდ ნადირის.
მობღავის ქარი უკრაინიდან, უკრაინიდან.
წყეული ქარი! და ჭინკა ქარი!
და ატივტივებს დნეპრში გადაყრილ
მოკვეთილ თავებს.
ნუღარ მოელით კეთილს, პანებო,
საბედისწერო არის თამაში.
მე არაფერი არ მიყვარს ისე,
როგორც ქარი,
ტრიალი ქარის.
მისი შორი გზა, დაბადება, შემდეგ სიკვდილი
და მიწა კიდევ
მიწა ჩვენი.
თარგმანი შალვა აფხაიძის
ჟურნალი „დროშა“, ივლისი-აგვისტო, 1931, №13-14