ოცნებობ ხშირად უხილავზე უცხო ხმიანი,
როგორც ვირები დავიწყებულ სასაფლაოზე.
თქვენი სიტყვები მოშვილდული და ნაღმიანი,
მაღალო ძმაო, ბრწყინვალებით ღმერთებს აოცებს.
იტაცებ თვალებს საოცარი თუჯის პროფილით.
თქვენი ღიმილი ენატრება სიზმრათ მადონებს.
გახარებს მიწა მზის კვერთხებით მკერდ დაპობილი,
როგორც ამბოხი სისხლიანი განწირულ მონებს.
ხართ უსათუოთ პოეზიის თეთრი გიორგი,
„ცისფერ ყანწების“ ოქროს ღერბი და სიამაყე.
გვაგიჟებ ყველას ბრგე ლექსების ცეცხლის ორგიით
და საქართველოს კვლავ ანედლებს თქვენი ამაგი.