რაჟდენ გვეტაძეს – Blue Horns

ავტორი : გრიგოლ ცეცხლაძე

თარიღი : 23.07.1934

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 21422-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

რაჟდენ გვეტაძეს

გამარჯობა ძმაო რაჟდენ!

როგორ ხარ. ამბობენ ტფილისში დიდი სიცხე დაიწყოო. როდის აპირებ აგარაკზე წასვლას. ნინა ხომ კარგათ არის. აქ ამინდები კარგია. შენი ბავშვები კარგათ არიან.

ისე ქვიშხეთში რომ წამოვედი, ძლიერ ვნანობ. რაღაც არეული ხალხია წრეულს ჩვენს სახლში.

რაჟდენ, იქნებ მოახერხო ან სახელგამიდან ან ფედერაციიდან ფული ამიღო. შენ რომ ევგენი ონეგინი გაქვს პოპულარული გამოცემა, ის უთუოდ გამომიგზავნე, მე მქონდა და დავკარგე, ეხლა კომენტარიებს ვადგენ და ძლიერ მჭირდება. ერთ კვირაში მეც ვაპირებ ტფილისში ამოსვლას.

სხვა აქაური რა მოგწერო. საერთოდ მოწყენილობაა. ხანდახან ვთამაშობთ ფრაპს.

ქვიშხეთი, 23/VII. 1934 წ.