ძველი მზეების დამრჩა ვალები,
ვიგონებ იმათ შრიალს ფარჩიანს,
ხარის ცხელ მუცელში ვარ ამოვლებული
ცეზარი ბორჯია.
ჩამორჩენილი მიტრიდატის ლეგიონერი,
ქვეყნის დაპყრობით ორსული,
მტკვარზე ვინც მღეროდა რომის ელლეგიას
სისხლი შევახეთქე ბარბაროსული.
მედგა მუზარადი (რა უტკბოესია!),
ომებში დამქონდა ხმალი ირიბული
დღეს სისხლის ჯამებით ვხვრეტავ პოეზიას,
და ფარად მიჭირავს მთვარე გატყირპული.
უფალო! დასცალე ჩემში საყვირები,
მაწოვე სიტყვა გამოკვერილი
სასძეულს ატოკებ
ძროხა გატოქილი,
ასე ვლოცულობ მე ყოველ კვირას
წყნარი ბოკვერი.
გიორგი ლეონიძე
გაზეთი „პოეზიის დღე“, 1923, №2