რაჯდენ გვეტაძე მთავარი გვერდი – Blue Horns

რაჟდენ გვეტაძე

1897-1952

დავიბადე 1897 წელს, 28 ივლისს (ძველი სტილით), ქუთაისში. მამაჩემი იყო ქვისმჭრელი. პეტრიაშვილის სახელობის სამკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, უსახსრობის გამო, 12-13 წლის შევედი სტამბაში შეგირდათ. იმავე დროს სწავლა განვაგრძე საღამოს სკოლაში, თანაც გამუდმებით ვკითხულობდი სხვადასხვა წიგნებს.