სონეტი პროზით – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 1921

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, 1921, იანვარი, წიგნი მეხუთე

პროზა, შემოქმედება

სონეტი პროზით

უდაბნო გზაზე იყო ბროლის კოშკი.

დაისი რომ გაფითრდებოდა ჩამავალ მზისთვის,

დაგვიანებული მგზავრები დაისვენებდენ ბრინჯაოს კარებთან.

პირიმზე მიიწვევდა ერთს.

 

თავგადასავალს უამბობდა არჩეული.

ყველას ენახა ძვირფასი ქვები, მეფეები, დიდი ქალაქები.

გააზმორებდა მზეთუნახავი ძველი ამბით მოწყენილი.

ვაჟი აედევნებოდა თავის ქარავანს.

 

ერთხელ შორით მოვიდა მგზავრი ფეხშიშველი.

პირიმზის დაღლილმა ცქერამ აანთო იგი.

ალაპარაკდა მათხოვარა ცივ ღამეებზე, სიშორეზე.

 

განთიადისას ბროლის კოშკი დაცალიერდა.

უდაბნო გზაზე ისევ მიიმღერიან უცხო მგზავრები.

დანგრეულ გალავანთან ფეხს აუჩქარებენ.

 

ალ. ცირეკიძე

ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, 1921, იანვარი, წიგნი მეხუთე