სა­თა­უ­რი პო­ე­ზი­ა­ში – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 1919

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, 1919, დეკემბერი, №3

სტატიები, შემოქმედება

სა­თა­უ­რი პო­ე­ზი­ა­ში

პო­ე­ტის სა­ხეს ახ­ლა და­ე­ძე­ბენ რით­მე­ბის ხა­სი­ათ­ში და რიტ­მის ანო­მა­ლი­ებ­ში. ადა­მი­ა­ნი იც­ნო­ბა ყელ­სახ­ვე­ვის გა­მოს­კ­ვ­ნით ან ახა­ლუ­ხის ფე­რით. ამ მე­თო­დით მწერ­ლის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და სიტყ­ვე­ბის, ცალ­კე ხმე­ბის ან სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ვაც. მოვ­ლე­ნებ­ში საგ­ნე­ბი ცნა­ურ­დე­ბი­ან მრა­ვალ­ნა­ი­რად.

ამ მხრივ ყვე­ლა­ზე უფ­რო შე­სა­ნიშ­ნა­ვია სა­თა­უ­რი. ტეოЄილ გო­ტი­ეს თქმით, „მოკ­ლე და პო­ე­ტურ ფორ­მა­ში იგი და­ას­კ­ვ­ნის სა­ერ­თო იდე­ას წიგ­ნი­სას და აღ­ნიშ­ნავს მის ტენ­დე­ცი­ებს.“ ჩვენ სხვა­ნა­ი­რად ვიტყო­დით.

ბო­ლოს და ბო­ლოს: პო­ე­ზია არის მოვ­ლე­ნა­თა იქით გა­და­ხედ­ვა და სა­ხე­ლე­ბის დარ­ქ­მე­ვა საგ­ნე­ბის­თ­ვის. ამ სას­წორ­ზე უნ­და აიწო­ნოს ყვე­ლა, ვი­საც აქვს პრე­ტენ­ზი­ე­ბი პო­ე­ტის სა­ხე­ლის ტა­რე­ბის. მარ­ტო ეს კრი­ტე­რი გა­მო­იც­ნობს მარ­თალ ხმას და გა­ზომს მის სი­მაღ­ლეს. ამ ხა­ზით შეგ­ნე­ბუ­ლათ მი­დის სიმ­ბო­ლის­ტე­ბის შკო­ლა. ინ­ტუ­ი­ცი­ით ამ გზას­თან მი­სუ­ლა ბევ­რი ჭეშ­მა­რი­ტი პო­ე­ტი სხვა ჯგუ­ფე­ბი­დან.

ლექ­ს­ში, პრო­ზა­ში – ყველ­გან მთა­ვა­რი მო­მენ­ტია სა­ხე­ლე­ბის დარ­ქ­მე­ვა, მო­ძებ­ნა მო­თა­ნაბ­რე სა­ხე­ე­ბის, ინ­ტი­მურ გან­ც­და­თა სიტყ­ვი­ე­რი პა­რა­ლე­ლე­ბის. და, თუ ავ­ტორ­მა სა­თა­ურ­ში რეზ­ჲუ­მე უნ­და გა­უ­კე­თოს მთელ ნა­წარ­მო­ებს, მთელ წიგნს, მა­შინ სა­თა­ურ­ში­დაც არი შე­მოქ­მე­დე­ბის მთა­ვა­რი მო­მენ­ტი, მა­შინ სა­თა­უ­რიც სა­ხე­ლის დარ­ქ­მე­ვაა უფ­რო მოკ­ვე­თი­ლი და, ამი­ტომ, უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რი. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ით­ქ­მის იმ სა­თა­უ­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც იწე­რე­ბა ნა­წარ­მო­ებ­ზე ად­რე: ხში­რად აქ მიგ­ნე­ბუ­ლი ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე­ლი შრეტს შე­მოქ­მედ ნე­ბას და სა­თა­უ­რი სჯობ­ნის ვრცელს. ასე­თია გრი­გოლ რჩე­უ­ლო­ვის სა­თა­უ­რი – „ქვრი­ვის ლი­მო­ნე­ბი“. ქმე­დი­თი სა­თა­უ­რი თა­ნა­ბა­რია თვი­თონ წიგ­ნის და თა­ვის­თა­ვად წარ­მო­ად­გენს ეს­თე­ტი­ურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას.

გრძე­ლად თქმა, შე­და­რე­ბე­ბით და აღ­წე­რით ასახ­ვა საგ­ნე­ბის აღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს კულ­ტუ­რით დატ­ვირ­თულ ადა­მი­ანს. მე­ტა­ფო­რა თან­და­თან ფას­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა მი­ნი­ატ­ჲუ­რიზ­მის გზას რო­მა­ნი­დან სა­თა­ურ­თან მივ­ყავ­დეთ. შე­იძ­ლე­ბა წიგ­ნე­ბის მა­გივ­რად სა­თა­უ­რე­ბის წე­რა და­ვიწყოთ. ამის ნიშ­ნე­ბი უკ­ვე არი ჩვენ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. აქ და­ვი­მოწ­მებთ ვა­ლე­რი ბრჲუ­სოვ­საც: „ო, და­ფა­რე შე­ნი მკრთა­ლი ფე­ხე­ბი“.

ამ მხრივ თით­ქო ბო­ლომ­დი მი­ვი­დენ რუ­სი ფუ­ტუ­რის­ტე­ბი: სა­თა­ურს გა­დას­ცილ­დენ და ცა­რი­ელ ქა­ღალ­დებს ჰყიდ­დენ წიგ­ნე­ბათ. მაგ­რამ ეს უსიტყ­ვო წიგ­ნე­ბი უფ­რო ახ­ლო იყო სენ­სა­ცი­ას­თან.

მი­ნი­ატ­ჲუ­რე­ბის გზა დი­დია, გრძე­ლი. მი­სი თა­ვი აღ­მო­სავ­ლეთ­ში იკარ­გე­ბა. მაგ­რამ სა­ში­ში და ძნე­ლია გზა იგი, ჭეშ­მა­რი­ტათ ბეწ­ვის ხი­დია პო­ე­ზი­ის სა­სუ­ფე­ველ­ში და მას­ზე სი­ა­რუ­ლი ემარ­ჯ­ვე­ბა მარ­ტო რჩე­უ­ლებს. „გრძე­ლი სიტყ­ვა მოკ­ლედ ით­ქ­მის“. მაგ­რამ ყვე­ლას არ ვურ­ჩევთ „შა­ი­რი“-ს თქმას. პო­ე­ტის მთე­ლი ხე­ლოვ­ნო­ბა. მი­სი კულ­ტუ­რა სა­თა­ურს და­აჩ­ნ­დე­ბა პირ­ვე­ლათ. ის სა­ხე­ე­ბი და ის სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აწუ­ხე­ბენ პო­ეტს, პირ­ვე­ლათ მის სა­თა­ურ­ში უნ­და ვე­ძი­ოთ.

ბოდ­ლე­რი:

„ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლე­ბი“, „დონ-ჟუ­ა­ნი ჯო­ჯო­ხეთ­ში“, „პა­რი­ზის სიზ­მა­რი“, „დე­დაბ­რე­ბი“, „ბრბო“, „ქვრი­ვე­ბი“, „ბე­ბე­რი პა­ჲა­ცი“, „ნა­ხე­ვა­რი სამ­ყა­რო თმებ­ში“, „მი­პა­ტი­ჟე­ბა სამ­გ­ზავ­როთ“, „მთვა­რის სა­ჩუქ­რე­ბი“, „ლი­ტა­ნია სა­ტა­ნას“.

ამ შემ­თხ­ვე­ვით ამო­წე­რილ სა­თა­უ­რებ­ში­დაც ხომ ცნა­ურ­დე­ბა ავ­ტო­რი, რო­მელ­მაც შე­ხე­და ქვე­ყა­ნას ახა­ლი ას­პეკ­ტით და მო­ი­ტა­ნა ახა­ლი სა­ხე­ლე­ბი. ჟჲულ ლაфორ­გის ირო­ნია და მოწყე­ნა, მი­სი კვი­რა დღე­ე­ბი ასე გა­ნა­თე­ბუ­ლია მის ჩი­ვი­ლებ­ში:

„ჩი­ვი­ლი ორ­გა­ნის­ტის წმ. ღვთი­შობ­ლის ეკ­ლე­სი­ა­ში ნიც­ცა­ში“, „ჩი­ვი­ლი პრო­ვინ­ცი­ელ მთვა­რეს“, „მა­ღა­ლი ფიჭ­ვე­ბის ჩი­ვი­ლი მი­ტო­ვე­ბულ ვილ­ლა­ში“, „სამ­გ­ლო­ვი­ა­რო მარ­ში მი­წის სიკ­ვ­დილ­ზე“, „ზამ­თ­რის და­ი­სი“, „ახა­ლი მთვა­რის ლი­ტა­ნია“, „მთვა­რის სო­ლო“, „კვი­რა დღე­ე­ბი“, „კე­თი­ლი შე­მოდ­გო­მა“ და ყვე­ლა ერ­თად: „ფე­ე­რი­უ­ლი სო­ბო­რო“.

მარ­ტო სა­თა­უ­რე­ბი რომ და­ე­ტო­ვე­ბია ჟჲულ ლაфორგს, მი­სი პო­ე­ზია ჩვენ­თ­ვის არ იქ­ნე­ბო­და ნაკ­ლე­ბათ ძვირ­ფა­სი და გა­სა­გე­ბი.

თი­თო­ე­უ­ლ ავ­ტორ­ზე ამ მე­თო­დით შე­იძ­ლე­ბა და­ი­წე­როს სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მოკ­ვ­ლე­ვა.

ქარ­თულ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რამ შემ­თხ­ვე­ვით იცო­და სა­ინ­ტე­რე­სო სა­თა­უ­რე­ბი. სა­თა­უ­რის კულ­ტუ­რა ჩვენ­ში უეჭ­ვე­ლად ახალ­მა შკო­ლამ შა­მო­ი­ტა­ნა და „ცის­ფე­რი ყან­წე­ბი“-ს შემ­დეგ ქარ­თულ სა­თა­ურს მე­ტი პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვს. შე­იძ­ლე­ბა პო­ე­ტის სა­ხე მო­მა­ვალ­ში მარ­ტო სა­თა­უ­რებ­ში ეძი­ონ.

მე­ტათ გა­ი­ზარ­და წიგ­ნ­თ­სა­ცა­ვე­ბი და აჭ­რელ­და ვიტ­რი­ნე­ბი.

პო­ე­ტე­ბის სა­ხე­ლე­ბი ძნე­ლი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი შე­იქ­ნა. აღარ და­ი­ტევს ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე ამო­დენ წიგნს. იც­ვ­ლე­ბა წე­რის მა­ნე­რა. გზა მი­ნი­ატ­ჲუ­რით მი­დის სა­თა­უ­რის­კენ. შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს კითხ­ვის მა­ნე­რაც და მო­მა­ვალ­მა ერუ­დიტ­მა მარ­ტო სა­თა­უ­რე­ბი იცო­დეს.

 

სან­დ­რო ცი­რე­კი­ძე

ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, 1919, დეკემბერი, №3