პოეტი და ჩვენება (ოცნება-პოემა) – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 1910-იანი წლები

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 14-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

პოეტი და ჩვენება (ოცნება-პოემა)

მე ყველასაგან უარყოფილი,

მარად დევნილი შურიანობით,

მოყვრებისგანაც ხშირად დასჯილი,

მთლათ გულ მოწყლული დაღლილი,

ვეგდე ჩემს სახლში უამხანაგო

და უმეგობრო, მარტოკა ერთი;

ვფიქრობდი, მისთვის თავი წამეგო,

ვის მიზეზითაც მრწამს კვლავაც ღმერთი,

ამ დარდთ გროვაში ჩამძინებოდა,

არ გამიგია არც რა ვიცოდი;

ფიქრი კი, სადაც იამებოდა,

იქ წასულიყო, მე რასა ვგრძნობდი?

ამდროს უეცრად ჩემთან მოფრინდა

რაღაც შვენება თვალთ უნახავი:

სპეტაკი, უცხო, უმანკო წმინდა,

ზეცისა შვილად დასანახავი.

გულზედ მან ხელი ბროლ თითიანი

დამდო და მითხრა: რად იკლავ თავსა,

ვის არ უნახავს სოფლად ზიანი?

სიკეთისათვის ვის სდებენ ფასსა?

კარგს პირადობას ჭკუით შემკულსა

სამშობლოს თვისის უმჯობეს შვილსა,

მისთვის რომ ის მათ არ ემსგავსება,

კეთილსა ცდილობს, ავსა აძაგებს;

ძალადობასაც წინ აღუდგება,

მხოლოთ სიმართლეს ქვეყნათ დაეძებს.

ხალხს სულ სხვა უნდა: პირ-მოთნეობა,

თავისა დახრა, ტყუილი, ფული,

მას სწყლავს მეორეს უმჯობესობა,

შურით გასვრილი აქვს იმას სული.

ბრიყვ არს კაცთა ბრბო, უმადურია

უმრავლესობა, კარგათ იცოდე.

არ სწამს არარა, მისი სჯულია

ანგაარება; შენ ხამს ებრძოდე

პირის პირ ამ ზვავ კაცთა სენებსა.

მაშ, რისთვის გშობთ თქვენ ნიჭიერებსა

ზეცა, თუ არა წინა მებრძოლად?

რამდენ ნიჭი გაქვსთ მომეტებული,

იმდენ უმეტეს მოგთხოვთ მამული,

და არ სხვებისა, თქვენ თანასწორად!

 

II

როგორც ღრუბელი თასში დებული

წყალს შეიწურავს თასსა გააშრობს,

ანუ წურბელი წყლულზედ მისმული

ზადსა გამოსწოვს, ანთებას აქრობს;

როგორც ნიავი მწუხარსა

სიცხისა ბურუსს განფანტავს სრულად,

ხალხს ოფლსა აშრობს, უამებს გულსა,

მხნეთ მეომარნი სწორეთ კურდღლები

ვის ვეჭირვები, ერთი ეს მითხარ!

გირჩევ, დამეხსნა, ცადვე მიბრუნდე,

საიდგანაც წამით ჩამოფრენილხარ.

 

ჩვენება.

ვისგნითა მესმის მე ეს სიტყვანი!

ნუ თუ ამდვენად გამოიცვალე.

დაგავიწყდა მთლად წმინდა მცნებანი?

რად ხარ შექმნილი, რის ხარ მოვალე?

თუ ვაჭარსავით შენდ გინდა ადლით

მიჰყიდო ხალხსა დამპალი ჩითი,

ანუ წყლიანი ღვინო ხელადით

შემოაპარო, ივაჭრო მითი?

არა, არ მჯერა შენი დაცემა,

ჯერეთ სულითა, ეს უმგვანია

სასურველისა მიზნის გაცემა,

რისთვისაც დღემდის გიმუშავნია;

გაჭირვების დროს უნდა მამაცი,

შუეპოვარად ხლმისა მოქნევა,

და არ ჯაბანად ვით იქმს დიაცი,

საშიშროების წინა გაქცევა.

მგონია, ხუმრობ, თორე რას ბოდავ?

გეტყვი, ეს აღარ მოითმინება

ღვთისა და კაცთა წინაშე სცოდავ,

არც მომავალში მოგეტევება.

 

პოეტი.

ჰო, მეცა ვსცოდე, მეცა ბრალსა მდებ!?

არ იცი, მე რომ ძველი მგელი ვარ?

შენც საყვედურსა რასმე მიცხადებ!

მეტი რა გითხრა, მადლობელი ვარ…

აბა, რა გესმით ზეცის მცხოვრებელთ,

უხორცოთ უგრძნო ოცნების ხატთა

ღმერთთა წინაშე  მხოლოდ ტაძრისთვის გამოხატა

ჰაერთა ზემო ეთერის ზღვაში,

როცა ფრინველი ვარსკლავთა შორის

ციაგით ბრწყინავს უსამზღვრობაში,

უცხოთ გალხენდა ტრფობა აფრორის

მზისა სხივები ზედ დაგყურებდნენ.

კი არ დაგწვიდენ გცვიდენ სიფრთხილით;

თვისის ალერსით განებივრებდნენ,

ხან დაგბურვიდენ ოქროსფერ ჩრდილით,

თეთრი გვირგვინი თავს გიმშვენებდა,

თვით ზევსისგან ფეშქაშად ზღვნენნი,

ერთ ჰარმონიად მისგანვე ქმნილი

ხმა ბუნებისა მალდოხინებდა,

შორით მარიხი ეჭვიანობით

ქროდა გრიგალით, ცეცხლსა ისროდა,

შენ კი დამტკბარს ამ დიდების ცნობით

ანგელოზსავით გეღიმებოდა,

ჯვარს ეცვ სიამთ ვით ღვთისა შვილი

და ხალხს მოუმკე სანატრელ ბედი.

 

III

ჩვენება.

ვარსკვლავთა მსგავსო თვალადობითა,

ვერ გამიგია, რას მეუბნები,

სიტყვით მაცდურებ მონაწყობითა,

ეშმაკის ელჩსა მიემსგავსები!

სად მე, სად ქრისტე და სად წამება,

ქება-დიდება და გვირგვინები?

მოძმეებისთვის თავის დადება…

ეგრე ადვილად არ მოვსტყუვდები,

ხალხს უჩემოთაც მეტათ მრავალი

პატრონები ჰყავს მომვლელი, მცველი,

ვისაც ერთ ბიჭსა იმათი თვალი

არა შორდება ყოვლის მხედველი.

მოსამართლებიც დაუდეველნი

დარბაისლურად მსჯელნი საქმისა,

კანონთ მცოდნენი თავ-ცალიერნი,

ჰუმანურ გრძნობით მცველნი საქმისა.

აბა, ლაშქარნი, მოსარჩლეების

გველივით ბრძენნი, ენა მჭრელები,

ძუნელ არიან მათ საქმეების,

როგორც მგზავრისა მეჯიბეები;

პატრიოტები, გმირნი ლაქლაქით

თბილ სოროების მომნახველები,

საჭირო დროზედ სიტყვით და საქმით,

როგორც რო მთვარე ღამის მოგზაურს

ბნელსა უნათებს აჩვენებს გზასა,

საბრალოს თითქოს სიტყვისა თქმა ჰსურს,

მადლიერებით შეჰყურებს ცასა.

როგორათაც მზე გაზაფხულისა

ფაქიზსა სხივებს უხვებათ აფრქვევს,

ძალ-ღონე მუშის დაჩაგრულისა

კარგის მოსავლის იმედს თავს აძლევს.

ეგრეც შენც უნდა ხალხისა ჭირი

შემოიკრიფო და კისრად იდო,

როგორც იესომ მისთვის სიკვდილი

იტვირთა, ისე შენც უნდა ჰზიდო

და შენის სისხლით მათი ტანჯვები

მორეცხო, სრულად გაასპეტაკო,

აღუხსნა უნდა ბრმებსა თვალები,

თვით არსებობის ძეგლით შეამკო

მათ მიუტევებს წიგნი მოთხრობის

და შენ კი არა, – ხარ ნიჭიერი,

მაშ უწინ მოგკვეთს შენ ცული მტრობის,

შემდეგ გადიდებს თვისი და მტერი.

ეს არის შენი ჯილდო ამ ქვეყნად,

მეტს ნურას ელი, არ გეღირსება;

გასწირე სული ხალხისა მსხვერპლად,

იტვირთე მისთვის ტანჯვა-წამება,

უმჯობეს ჯიღით თავშემკობილი

შენ ვერ იქნები, დასდევ იმედი

ჩაბალახ-ახდილს, ჯაჭვებით შეკრულს

და წითლათ ნაღებს მისსა მიწებსა

ქართველ გმირების ძვლებით მოკენჭილს

ველებს იწროებს ციხეებს მთებსა.

მათ სისხლსა წმინდა უხვებით დაღვრილს

და იმათ აღმზრდელ მანდილოსნებსა,

ვფიცავ მათსავე განთქმულსა სახელს,

საერთო მტრების შემაშიშარსა;

იმათ მკერდს მხსნელსა შიშის უცნობელს

უცხოდ ნახმარებს ხმალსა და ფარსა,

მამა პაპათა ჩვენთა საფლავებს

მამულისათვის თავდადებულთა,

ათასის წლობით მტრებთან მებრძოლებს

მუდმივ დღე და ღამ ამხედრებულთა;

ვფიცავ მეფეთ დასს თავებ დაკვეთილს,

დედოფლებს ჩანგლით დაგლეჯილებსა,

ვახტანგს, გიორგის, თამარსა კეთილს,

დავითს კავკასის ტურფად აღმგებსა.

და ჩემს ღვთაებას, კახაბერს სხვა კაცს

რკინის პალოთი სამძღვარზე მდგარსა,

ანგელოსების გუნდებს ვამღერებ,

ზაფხულ წაგიყვან მნათობ ეტლებზე.

აი რა რიგსა შვებას გაგემებ,

ოღონდ ვალია მარად ებძოდეს

კაცი დამჩაგვრელ უგუნურებას,

ღმერთს ეძაგება, ვგონებ გახსოვდეს,

ვინცა დამარხობს ნიჭიერებას.

 

პოეტი

სუყველაფერში შენი მონა ვარ,

მიბრძანე მხოლოდ, გამაგებინე,

როგორც წყალობა მთხოვო, მზათა ვარ,

შენთვის ერთი რამ მაამებინე.

 

ჩვენება.

მზათა ხარ? კმარა, მაშ, შემომფიცე,

რაც სიცოცხლეზედ მეტად გიყვარდეს

და მით პირობა მთლათ განამტკიცე,

დღეიდგან შენი ეჭვი არ მქონდეს.

 

პოეტი.

ვფიცავ სამშობლოს ჩემსა დაცემულს,

ბედისგან დასჯილს, განაწამებსა,

შენსა ბძანებას დავემონები,

ისიც შემინდევ, თუ რამ შეგცოდე,

მე მისი გაყრა მეძნელებოდა,

შენსა ბრძანებას დავემონები,

ისიც შემინდვე, თუ რამ შეგცოდე,

მე მისი გაყრა მეძნელებოდა.

ძველი ჭრილობა გველივით გულში

გაინძრა, მისებრ იკლაკნებოდა,

მწეს ვერ ვხედავდი ჩემს განკარგულში.

 

VIII

ძლიერი არის ადამიანი:

ყველას გაუძლოს, სუ ყველა დათმოს,

ხელთა აქვს ღონე, ხოლოთ ხმიანი

სჭირია მგრძნობი, რო მას გააცნოს

თავის უთმენი მდგომარეობა,

ესრეთ იშვება, ესრეთ წაწყმდება

ათასობითა ამ სოფლათ ნიჭი.

და მათ დიდებულს ნამუშევარსა,

ქვეყნის ამშენებს დაუვიწყარსა

ქექს, ტალახში სვრის ვიღაცა ბიჭი,

ბიჭი, რომელიც მარტო მუცელსა

სცნობს, სიბნელესა თავს აფარვინებს,

არაფრისათვის არა ღვრის ცრემლსა,

თვით ქურდობს, სხვებსაც მოაპარვინებს.

რა იცი, მაშინ მე აქ რა მჭირდა?

ვკვდებოდი, ვმღერდი, ან თუ მარჩობდენ?

შემატყობინო, ეს ერთი მინდა,

აქ თქვენსას ღმერთნი რასა ფიქრობდენ.

 

ჩვენება.

მე ვერ მოგიცდი ეხლავ მივფრინავ,

რადგან შენ ზევსი არ გწამებია;

შენ რასა ფიქრობ, რისთვისა დრტვინავ,

უბრალოდ თავი გიწამებია,

მე მინდოდა, რომ კვლავად ზეციდამ

ჩამოვსულიყავ ნუგეში მეცა;

გამომეყვანე ყოვლის საფრთხიდამ,

ტანჯულისათვის ხმა გამომეცა.

მეტი აქ დგომა არ შემიძლიან,

მშვიდობით მივალ ჩემს სავანეში,

ურწმუნოებამ შენმა დამძლია,

მადლი ვერ შევა მაგნაირ მკერდში.

 

VII

ისე სიამით გულის აღმსები

იყო იმ ტურფის ტკბილი უბნობა,

ყოველის მწარის სევდის დამსები,

რო ვეღარ გავსძელ გაყრის დათმობა

და მივაძახე: ნუ გაფრინდები,

ობლათ ნუ მტოვებ, გებრალებოდე…

 

სანდრო ცირეკიძე

1910-იანი წლები