გადმოწერილი კახეთის შიოს მონასტრის კედლიდგან (რომელიც თურდის ნაპირზეა, შუა მთის მონასტრის პირდაპირ) – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 1913

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 14-ხ.

გამოცემა :

ჩანაწერები

გადმოწერილი კახეთის შიოს მონასტრის კედლიდგან (რომელიც თურდის ნაპირზეა, შუა მთის მონასტრის პირდაპირ)

– „საქართველომ სთქვა, მეც ვიყავ

ქვეყნისთვის კეთილ მყოფელი,

ვადიდნე ჩემნი მოსავნი,

ვტანჯნი უარის მყოფელნი,

ვყვაოდი სამოთხის გვარად –

არ ვიყავ გასაყოფელი,

ვინც ახლა მნახონ – გასინჯეთ

რა ამაოა სოფელი….“

ჩყლზ წ. (1836 წ.)

 

იმავე ტაძარზე სწერია:

– „ნეტა იმ დროსა, რომელსა

იყავ შენ აღშენებული,

აღვსილი მადლის წყაროთი

და სიბრძნით განათლებული,

შემკული ყოვლის წესითა

და ესრეთ გაბრწყინებული. –

ვინ გნახოს, რომ არ იტიროს

აწ ასე გაცუდებული“.

 

გვაკლია ლექსიკონი. f5787982.

 

1899 წ. ტფილისში დაიბეჭდა:

Историческ. очерки Кавказк. Войнъ (Тифлись, 1899 года), თავი 16 გვერდი 25. სწერია (რუსულად.)

 

„აღამამადხანის შემოსევამ და საქართველოს დედაქალაქში ხალხის გაჟლეტამ შემაძრწუნებელი შთაბეჭდილება იქონია პეტერბუღზე და როგორც ამას სამართლიანათ ამბობს ზისერგანი – ლაქად ედება ჩვენს (რუსეთის) პოლიტიკურ სინიდისს“.

 

აბაშიძეს დაუსახელებია მოწმები თავის აპელაციაში: ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჯაფარიძე 1-ი – თუმანოვის 1, N13 და სერგო მურუსიძე. Спуск, N35.

საქმე გაიგზავნა მაისს 1913 წ. 1755N.

 

სანდრო ცირეკიძე

1913 წლის მაისის შემდეგ