ქვაზე ჩამოსხდენ. ვაჟის ყელსახვევი დაცრეცილია.
– მზე ჩადის.
– ხვალ ქარი იქნება: ცა წითელია.
– გახუნებული აბრეშუმის ფერია.
დაღლილი თვალებით ისვენებენ ქალაქის ღარიბ სახურავებზე.
– ჩვენ ბაღში ვარდები აღარაა.
– ზაფხული გათავდა.
– დაიწყება წვიმები და ტალახი.
– დაზამთრდება. კერიასთან ზღაპრებს მოჰყვებიან.
– ბავშებს დაესიზმრებათ მეფეები.
– და დედოფლები.
მწუხრისას რეკენ. ქალმა დაამთქნარა.
– ღამდება.
– რა ნელა ღამდება.
არღნის უიმედო ხმა მოიტანა ქარმა. სცივათ.
სანდრო ცირეკიძე
ჟურნალი „შვილდოსანი“, 1920, თებერვალი-მარტი, №2-3