პარალელები – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 06.1921

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 25532-15-ხ.

გამოცემა : "მეოცნებე ნიამორები"

სტატიები, შემოქმედება

პარალელები

მოვ­ლე­ნა­თა სწო­რი ასახ­ვა საქ­მეა ფო­ტოგ­რა­ფი­ის და მეც­ნი­ე­რე­ბის. მა­თი თა­ვი­სე­ბუ­რად და­ლა­გე­ბა – სტი­ლი­ზა­ციაა და მო­დერ­ნიზ­მი, მაგ­რამ არი­ან სხვე­ბი, რომ­ლებ­მაც ქვე­ყა­ნას უც­ნა­უ­რად შე­ხე­დეს.

მოვ­ლე­ნე­ბის იქით საგ­ნე­ბი იზ­მო­რე­ბი­ან უცხო­ნი. სო­ფელს დი­დი ხა­ნია გა­უჩ­ნ­და ორე­უ­ლი და მოჩვე­ნე­ბე­ბით და­სახ­ლ­და ქვე­ყა­ნა. გა­იც­რი­ცა ფი­რუ­ზის ცა, აინ­გ­რა ზურ­მუხ­ტის ხმე­ლე­თი და მოისმა სუნ­თ­ქ­ვა ქა­ო­სის. აქ აღარ გა­მოდ­გე­ბა კო­და­კის აპა­რა­ტი. ორი თვა­ლი ადა­მი­ა­ნის დაძ­ველ­და. პო­ე­ზია და რე­ლი­გია იხე­დე­ბი­ან მოვ­ლე­ნა­თა გა­დაღ­მა და მათ­თ­ვის სა­ჭი­რო შე­იქ­ნა ათ­ვი­სე­ბის და გამოთქმის ახა­ლი ფორ­მე­ბი.

მას აქეთ რაც ადა­მი­ან­მა იგ­რ­ძ­ნო სო­ფე­ლი წარ­მა­ვა­ლი, იგი ჰა­ერ­ში და­ე­კი­და და ეძებს მა­გარ წერტილს თა­ვის ნიშ­ნის მი­სა­მაგ­რებ­ლად. აქ გა­ი­ყო გზე­ბი მოგ­ვის და პო­ე­ტის: რე­ლი­გია ეძებს ნამდვილ ორე­ულს ქვეყ­ნი­სას და უნ­და ეზი­ა­როს მის უკ­ვ­და­ვე­ბას. პო­ეტ­მა თა­ვი­დან­ვე იჭ­ვის თვალით შე­ხე­და ამ ძი­ე­ბას. იმან და­ი­ჯე­რა, რომ ღმერთს ჭეშ­მა­რიტს ვერ იპო­ვის და ეძებს მხო­ლოდ მის ბუ­ტა­ფო­რი­ას.

ყო­ვე­ლი მოვ­ლე­ნა თა­ვის­თა­ვად კენ­ტია და საწყა­ლი. ისი­ნი ცოდ­ვი­ლე­ბი­ვით მო­დი­ან პო­ე­ტის ანთებულ თვა­ლებ­თან და ში­შით ელი­ან მის გა­ნა­ჩენს. პო­ეტს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს იგ­რ­ძ­ნოს იმათ გადაღ­მა დი­დი პა­რა­ლე­ლი უკ­ვ­და­ვე­ბის. სა­თი­თა­ოდ ამარ­თ­ლებს და ფასს აძ­ლევს სა­ხე­ებს. მოვ­ლენა პო­ე­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ით – და­და­ღუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა.

„ვაძ­ლევ ქი­მე­რებს მე – პო­ე­ტი აზ­ნა­უ­რო­ბას“. – ამ­ბობს ვა­ლე­რი­ან გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი. ესაა მი­სი პოეტის: ქვე­ყა­ნა ტან­ჯი­ა­ნია. ტან­ჯაა მოვ­ლე­ნა­თა წარ­მავ­ლო­ბი­სათ­ვის. პო­ეტ­მა უნ­და შექ­მ­ნას მაგარი ფო­ნის ილ­ჲუ­ზია, რომ მი­ა­ლურ­ს­მოს წარ­მა­ვა­ლი. ჭეშ­მა­რი­ტად მოვ­ლე­ნა­თა ჯვარ­ც­მა შეიქმს კა­თარ­ზისს ბა­რა­თაშ­ვი­ლის სუ­ლი­სას.

პო­ე­ზი­ა­ში მოვ­ლე­ნე­ბი იწ­მინ­დე­ბი­ან და მა­რა­დი­უ­ლის შრი­ა­ლი ის­მის იმათ-იქი­დან. ნივ­თე­ბი აითვი­სე­ბი­ან, რო­გორც ნიშ­ნე­ბი გა­მო­უთ­ქ­მე­ლის და სა­ხე­ე­ბი ხდე­ბი­ან ღი­რე­ბუ­ლე­ბათ.

მაგ­რამ უკ­ვე ტრა­დი­ცი­უ­ლია ჭო­რი პო­ე­ზი­ის და­პი­რის­პი­რე­ბი­სა სტი­ლის­ტი­ურ პრო­ზას­თან. მარცვლე­ბის ერ­თი ზო­მით გა­დამ­თ­ვ­ლე­ლი არაა პო­ე­ტი. პო­ე­ტია ის, ვინც იგ­რ­ძ­ნო ფე­ნო­მე­ნა­ლო­ბა სამ­ყა­რო­სი და აჩ­რ­დი­ლი მა­რა­დი­უ­ლის. პო­ე­ტია, ვინც კოშ­კე­ბი აუგო ჟამ­თა სი­ა­ვეს და როს­ტომ მანვე­ლი­ძე ბუ­ხარ­თან გა­ათ­ბო. გა­მოთ­ქ­მის სა­შუ­ა­ლე­ბა სტი­ლის სა­კითხია მხო­ლოდ. პო­ე­ტი მოგ­ვია და მის­ტი­ფი­კა­ტო­რი რა­მო­დე­ნი­მეთ. ის არ გვაჩ­ვე­ნებს ჭეშ­მა­რიტ ორე­ულს ქვეყ­ნი­სას. ის მხო­ლოდ  გვამ­ც­ნობს მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და არ­ლე­კი­ნის კოლ­პაკ­ში დას­ტი­რის კარ­ტო­ნის სატ­რ­ფოს.

პო­ე­ტი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს ნა­ტუ­რა­ლის­ტი. ის, ვინც ენ­დო­ბა ორ თვალს, ვერ იგ­რ­ძ­ნობს უფსკრულებს ნივ­თე­ბის შუა. ნა­ტუ­რა­ლიზ­მის დამ­სა­ხუ­რე­ბა ისაა, რომ იმან პირ­ვე­ლათ და­ი­ნა­ხა სი­მა­ხინ­ჯე. სი­ნამ­დ­ვი­ლე მა­ხინ­ჯია, მაგ­რამ სი­მა­ხინ­ჯის ფო­ტოგ­რა­ფია არაა ეს­თე­ტი­უ­რი ღირებულე­ბა. ნა­ტუ­რა­ლიზ­მ­მა მო­ი­ტა­ნა აწინ­დელ პო­ე­ზი­ა­ში ეს უცხო ხი­ლი და სა­ჭი­რო შე­იქ­ნა მი­სი ეს­თე­ტი­უ­რი გა­მარ­თ­ლე­ბა.

ათ­ვალ­წუ­ნე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ბოდ­ლე­რის „ბო­როტე­ბის ყვა­ვი­ლე­ბის“ და ვერ­ლე­ნის ცოდ­ვი­ა­ნი ლექ­სე­ბის შემ­დეგ ახალ სურ­ნე­ლე­ბას აკ­მე­ვენ. ტი­ცი­ან ტა­ბი­ძემ ორ­პი­რის სა­ნა­ხებ­ში ცი­ე­ბას სხვა სიყ­ვით­ლე მის­ცა და ღვდელ­სა და მალ­Ўა­რი­ას სა­მუ­და­მოთ ჯვა­რი გა­დას­წე­რა.

ნა­ტუ­რა­ლიზ­მი ჰგუ­ლის­ხ­მობს პო­ზი­ტი­ვიზმს და ქვეყ­ნის მთლი­ა­ნო­ბას. პო­ე­ზია არა­სო­დეს არ იქნება პო­ზი­ტი­უ­რი. იგი მის­ტი­ციზ­მია და კა­ბა­ლის­ტი­კა ნიშ­ნე­ბის. ნა­ტუ­რა­ლიზ­მი სტა­ტი­უ­რია, პო­ე­ზია – დი­ნა­მი­უ­რი. პო­ე­ზია ქმნის ახალ ღი­რე­ბუ­ლე­ბას.

პო­ე­ტის აზ­როვ­ნო­ბა მე­ტა­ფო­რუ­ლია. პო­ე­ტი ეძებს ნივ­თე­ბის ფა­რულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბათ და ქმნის პა­რა­ლე­ლურ შე­ფარ­დე­ბებს. ნა­ტუ­რა­ლის­ტის ერ­თი­ან ქვე­ყა­ნას არ ემ­ჩ­ნე­ვა ფე­ნო­მე­ნა­ლო­ბა. სა­ნამ გვაქ ერ­თი შე­ფარ­დე­ბა A/B, იგი მა­გა­რია და მძი­მე. რო­დე­საც ით­ქ­მის მი­სი თა­ნას­წო­რი C/D, რო­დე­საც შე­იქ­მ­ნე­ბა რე­ა­ლო­ბის შე­სა­ბა­მი სა­ხე­ე­ბი, მა­შინ იგ­რ­ძ­ნო­ბა დე­ნა ჟამ­თა და უც­ნა­უ­რად ამ­ჩა­ტე­ბულ ნივ­თე­ბის კად­რილს მიყ­ვე­ბა და­ბე­რე­ბუ­ლი სა­ხე სამ­ყა­რო­სი. ფარ­და გა­და­ეხ­დე­ბა სა­ი­ქი­ოს და მის წინ ვდგე­ვართ ტრა­გი­ულ სი­ლუ­ე­ტე­ბათ.

რე­ა­ლო­ბა, მე­ტა­ფო­რათ გა­გე­ბუ­ლი, იც­რი­ცე­ბა და ხდე­ბა გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე. მა­შინ დავდ­­გე­ბით პი­რის­პირ ქა­ოს­თან და მას უნ­და და­ვარ­ქ­ვათ ახა­ლი სა­ში­ნე­ლი სა­ხე­ლი. ინ­დი­ვი­დი მოვ­ლე­ნა იშ­ლე­ბა მარადიულ­ში და ეს კოს­მი­უ­რი გრძნო­ბაა წმინ­და ეს­თე­ტი­უ­რი გან­ც­და.

სი­მა­ხინ­ჯე გა­და­იქ­ცა ახა­ლი პო­ე­ზი­ის მთა­ვარ თე­მად. სიმ­ბო­ლიზ­მის თე­ო­რი­ებ­ში მო­თავ­ს­და რეალიზ­მი (realibus ad realiora) და რკი­ნით და ფო­ლა­დით გა­შა­ვე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი მა­ტე­რი­ა­ლურ სიმ­ძი­მეს ჰკარ­გა­ვენ ემილ ვერ­ხარ­ნის კეთ­რო­ვან ლექ­სებ­ში და მი­რა­ჟე­ბათ გა­დაქ­ცე­ულ­ნი ახალ თრთოლ­ვას იწ­ვე­ვენ. პო­ე­ზია გვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ებს მთელ პი­რო­ბი­თო­ბას ქვეყ­ნი­სას და გვე­ბა­დე­ბა სურვილი, რომ ეს მა­ხინ­ჯი ნი­ღა­ბი გა­დავ­ხა­დოთ მის უთ­ქ­მელ ქვე­და­პირს. სი­მა­ხინ­ჯე რე­ა­ლო­ბაა და მე­ტა­ფო­რა­ში იგი სა­შუ­ა­ლე­ბაა მის­ტი­უ­რი გან­ც­დის.

პო­ე­ტი­სათ­ვის ლურ­ჯი ფარ­და გა­ი­ხა, მაგ­რამ იმის გა­დაღ­მა ის გვიჩ­ვე­ნებს ყალბ სას­ძ­ლო­ებს და გვა­ჯე­რებს თა­ვი­სი გა­ტა­ცე­ბით. ვა­ლე­რი­ან გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის თქმით – პო­ე­ტი აშორ­დიაა და მი­სი სა­ხე­ე­ბი – ყალ­ბი აზ­ნა­უ­რე­ბი. პო­ე­ზია ქვეყ­ნის ბუ­ტა­ფო­რი­უ­ლი გა­მარ­თ­ლე­ბაა.

სან­დ­რო ცი­რე­კი­ძე