შალვა კარმელი – Page 15 – Blue Horns
May 8, 1917

დათიკოს და ლუტას

ძლივს ვიშოვე დრო საწერად, და, ჰა, გიძღვნი მოკლე წერილს, ბოლოებში ალმაცერად კოხტა რითმით გულდასერილს. გამარჯვება თქვენი, ხალხო, მოგილოცავთ ახალ მაისს, – ტრაპიზონით დანათალხო, არ იგონებთ ნაზ […]
April 18, 1917

არიანა

სირენას ბალლადა   ტბაზე ღამე აირეკლა  ვარსკვლავ-მთვარიანი, სულშავ დემონს პაემანზე ათრობს არიანა. ავზნიანობს სირენასთან იგიც საპირქუფრო, – არიანა! ო, მიყვარხარ ჯოჯოხეთზე უფრო! მე არ ვიცი დასაბამი, […]
March 1, 1917

ძველ ხელნაწერიდან

6 გვიანი სურვა   სადღაც გზაში დაგეტაცა ლეკვისათვის ხელი. ათრთოლებულს ნეტარჰყოფდა შენი უბე ცხელი. მე კი მტანჯდა, – ო შენდამი ტრფობა გაუმხელი.   რძეს ეძებდი. ვერ […]
January 1, 1917

ლანდები

გეძებე… გიხმე… სიცოცხლეო, არსად არ სჩანდი, და მივდიოდი თეთრ ბილიკზე გულ-დაკოდილი, მარტოდ მოარულს თან დამდევდა მე შენი ლანდი! როგორც, რომ ჰამლეტს მოცახცახე მამის აჩრილი! და მეპარვოდა […]
January 1, 1917

ქარაგმები

ბრძოლა ცეცხლის დელგმაში სპათა ლანდები, ზღვის ტაფობიდან ტყვია თქეშური, ღრუბლის სრბოლაში შხამ-ქამანდები, ომის ტრფობიდან მომფეთქე შური! ბრძოლა სხვა ხელის იარაღებით ზის ამ ორ ძალად ჩაუქ ჰუნეზე, […]
January 1, 1917

მონასიბი

დილაბინდზე ვლექსაობდი ერთხელ მონასიბათ და სცვიოდა მზის რითმები შაირს მონათიბათ. მე ვქარგავდი: ასხივებდა ვარდათ თალხი ჩრდილო, იქორწინებს თიბათვეში ჩემი საგაზრდილო! წითელ დროშით რაინდები პალატს შემოსარავს. ყვითელ […]
January 1, 1917

მთვრალი თვალები

თვალები, შენი მთვრალი თვალები, – მზის მაყვალები მწვავედ ბნელია! ულმობელია ვით მტარვალები, მრუშად მთვრალები როცა მელიან.   ო, ცბიერ ტანის აკანკალებით, მკერდის კვალებით გადამარბია. შუბად წარბია […]
January 1, 1917

„მთაწმინდის ლანდები“-დან

წიწამურის წამებული მგოსანი, ჭაღარ სახით მარად ჭარმაგოსანი, განგმირული  ვერაგული ფანდებით – გვეცხადება რაინდების ლანდებით! სადაც ჰგიებს  აჩრდილები ამათი, იმართება საიდუმლო კამათი. მხნე ილია სევდიანი თვალებით ეუბნება […]
January 1, 1917

თაისი და ნანა

თითქოს ხარ ზოლას ნანა ვნებელი და ჩემში ნახე ტრფიალი ზიზის. მრუშ თიატრებში გაქანებული შენი პირველი სიყვარული მიზის. პარიზის ქუჩებს, მონმარტრს, ეიფელს ელექტროს თვალებს ღამე აბარებს, ცა […]