შალვა კარმელი – Page 14 – Blue Horns
January 1, 1918

ერთი დღე ტყეში

1. პოეტი მეფე, პოეტი ბავშვი, გამიყოლიე დაბინდულ გზაზე. მე მკლავი მქონდა შენს სურნელ მკლავში. ვფიქრობდი ჩუმად: ვინ იცის – რაზე! ხეებს ჩაექრო მთვარე ბურთული, მე კვლავ […]
January 1, 1918

დროშები

სონეტი „ცირა და პიერო“-დან   იძვრის მხედრობა წითელ ალამზე, ლამაზობს გეზად მთის გზა ირმული, ატლასს ასხივებს ცის ცხრა თვალა მზე, ოქროს ვარაყად შემოსირმული.   ვიშ, ეს […]
January 1, 1918

გიჟი და ბაყაყები

ზაფხული. ღამეა. მთვარე და ქარია. ტრიალებს ალმურში ოცნება ნაშვები. ვიცოდეთ, ეს ღამე რომ ჯადოქარია და სულო, ერიდე, ნუ დაიხაშმები. ამაყი ვასაკა დაჭიმვით ყიყინებს, ბაყაყთა ყრუვდება პირმყრალი […]
January 1, 1918

სალარნაკო მელოდია

ქარვის ფოთლები გამხდარა ვნებით, ტირილით წყდება ხის კენწეროებს, ისრულად ცაში, გრძელ ქარავნებით, გაუკრავთ გეზი მზისკენ წეროებს. [ჭკნება მტილნარი სემირამიდის, ჭლექდება ღამე მთვარის ფარილში, უცხო მგზავრებთან ჩემი […]
October 26, 1917

ლექსები

ჩემთვის უკვდავ დას არ განმიცდია ჯერ მე ოდნობით ზარის ხმაური მეათასესი, მხოლოდ დღეს ვცანი გულის მოდნობით, რომ განმეშორა უძვირფასესი!   ჰე დაო, დაო, შენაციებო – მზის […]
October 23, 1917

* * * ახალგაზრდა ვარ, თვრამეტი წლისა, სახეს მაჩნს დაღი მწარ სიცოცხალისა. ხან ჩემს თავს ვწყევლი, ხან სხვას ვაბრალებ, ხან ტკბილათ ვმღერი, ხანაც ვალალებ. სულის სიმებზე […]
October 16, 1917

ორი მშიერი

გალექსილი შ. კარმელის მიერ. მუსიკა X მოქმედი პირნი: დანტენ, პირველი მშიერი. ფრანსუა, მეორე მშიერი. კაკული, მეტრახრირე.   სცენა წარმოადგენს ტრახტირს. სტოლი და სკამები.   I კაკული […]
July 1, 1917

ალამზე

მამულო ძვირფასო, რაინდთა მამულო, წინაპართ სისხლითა მოცვარულ-ნამულო – იხარე! – გაიღო მცხეთისა კარები და შენდა აღდგომას ლხინობენ ზარები!.. აფეთქდა მეტეხი…  დაიქცა კედელი… მოგიკვდა მტარვალი, ხუნდების მჭედელი… […]
June 24, 1917

თიბათვის ლეგენდა

ფეშქაში ლ-ა სკ-ტის ასულს   1. მითხრეს: მომკვდარა… ახ, საბრალო…  მერე რა კარგი… ბედი არ გწყალობს, ბედი შენზე გაუკმეხარდა… არ ვიცი, რატომ…  და სიკვდილი ნაცქაფ-ნაქარგი, – […]