შევხვდებით ხშირად საღამოში პარალერულად. ხართ მარმარილოს მთვარეული, მკრთალი პუდრებით. მომესალმება ეგ თვალები მწვანედ, ველურად, რომ გეოცნებო ჩემს მომდურავს განსაკუთრებით. ვინ დაგვაშორა უმიზეზოდ ბავშვები წმიდა! ქალწულ […]
და მე ვკვდები, რადგანაც მე არ ვკვდები! წმ. ტერეზა თითქოს გავცივდი თოვლში ღარიბი, დანესტიანდა ფილტვის კედარო. შენ ჩემო ლანდო, ვის ეყვარები, – გზადაკარგულო მუნჯო მხედარო! […]
ზეიმიდან: ნიღაბები კარნავალში მახინჯ მორფებით შრიალებენ ფერად კაბებში. მაგრამ ასარკებს მათ გრაციას მკრთალი ქაღალდი. ხელდება გული მოხარხარე ფარ-ნიღაბებში შენ, ჩემო ლანდო, უჩვეულოდ ახლა დაღალდი. […]
მუდამ მაისში ამწვანდება თამარ ზენარი, დაფანტავს ცაზე ბრილიანტებს ხელ-ნარნარადი. ენთება სოსლანს და გამრეკელს მზეში ზარადი, გადიარს შოთა მთვარიანში მოუსვენარი. თეთრ მონასტერში ლიტანიობს ერი მლხენარი, ამკობს […]
ფირუზისფერი აბაჟურით ჩაქრა შანდალი, ცივი ბალიში თეთრ ლოცვებმა დამინოტიეს, თოვლიან იღბალს ანადგურებს ხელი ვანდალი. მაკრთობს სიკვდილი უცაბედად, როგორც გოტიეს. მე მივენდობი წუთისოფელს – სუსტი ნიბლია, მაგრამ […]
შენი თვალები კუდიანის ჯადოს ფარავენ, – მათ გადმოხედვას ანგელოზი არ ეკარება. მაშინებს ხალხში სხვანაირი შენი გარება. პოეტს ჰგონია, რომ ყველაფერს შენ მოგპარავენ. მინდა, იქ მყავდე […]